image

თემა: ქორწინება,  ცოლი

426. როგორ უნდა მოვიქცეთ საცოლის არჩევისას?
საცოლის არჩევისას სიმდიდრეს კი ნუ გამოეკიდებით, არამედ ზნეკეთილი, პატიოსანი და გონიერი ქალი ვეძიოთ. როცა ცოლის შერთვას აპირებ, ადამიანებს კი ნუ მიმართავ, ანდა იმ ქალებს, სხვისი უბედურებით რომ ვაჭრობენ და მხოლოდ იმას ფიქრობენ, როგორ მოიპოვონ გასამრჯელო, არამედ ღმერთს შეევედრე და ის იქნება შენი ქორწინების შემწე, რამეთუ მან აღგვითქვა: „ხოლო თქუენ ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღმერთისასა... და ესე ყოველი შეგეძინოს თქუენ“ (მათ. 6.33).
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები