ავტორი:
წმ. იოანე ოქროპირი
თემა: ქორწინება
84. როგორ არიგებენ წმ. მამები დაქორწინების მსურველებს?
ვინც ცოლის შერთვას აპირებს, ვურჩევ ნეტარ პავლეს მიმართოს. წაიკითხოს მისი კანონები ქორწინების შესახებ და წინასწარ შეიტყოს, რის აღსრულებას უბრძანებს კაცს... და თუ გიბრძანებს, რომ მემრუშე ცოლის გარდა ყველა სხვა ნაკლის მქონე უნდა გიყვარდეს და სახლში გესვას, მზად იყავი გადაიტანო ცოლის უკეთურება. და თუ ეს ძნელი და აუტანელია, მაშინ გაფრთხილდი და ყოველი ღონე იხმარე, რათა ზნეკეთილი, მშვიდი და მორჩილი ცოლი შეირთო. სხვა შემთხვევაში იცოდე, ორიდან ერთი უნდა აირჩიო: ან ავი ცოლის უკეთურება მოითმინო, ანდა განუტევო და ამით მრუშობის ცოდვა იტვირთო