ავტორი:
წმ. ბასილი დიდი
თემა: ქორწინება
560. უნდა იქორწინოს თუ არა ქალმა, რომელსაც ქმარი მიატოვებს?
ქმრისგან მიტოვებული ქალი, ჩემის აზრით, უქორწინებელი უნდა დარჩეს, რადგან უფალმა თქვა, რომ „ყოველმან რომელმან განუტეოს ცოლი თვისი თვინიერ სიტყვისა სიძვისა, მან ამრუშა იგი“ (მათ. 5.32), და რადგან მემრუშე ეწოდება მას, ამით დააბრკოლა იგი სხვასთან შეუღლებისაგან. რადგან, როგორ შეიძლება, რომ ქმარს დაედოს ცოლის მემრუშედ ქცევის ბრალი და ცოლს კი ბრალი არ დაედოს სხვა ქმართან შეუღლების გამო, თუ უფლისაგან მემრუშედ სახელდებულია.