ავტორი:
წმ. იოანე ოქროპირი
თემა: ცოლი
100. როგორ მოციქცე, თუ უკეთური ცოლი შემხვდა?
როგორც სხეულის ასოს არ ვიჭრით, თუ რაიმე გვტკივა, არამედ თვით სნეულებას ვებრძვით, ასევე მოვექცეთ ცოლს. თუ რაიმე მწიკვლი შენიშნე, ნუ განიშორებ, არამედ ის მწიკვლი მოსპე მასში. ცოლის სწავლებისა და ხელმძღვანელობისათვის კი მაინც დიდი ჯილდო გველის, თუნდაც მის ნაკლს ვერ ვუშველოთ. ამ ჯილდოს მივიღებთ მოთმინებისთვის, რომ მშვიდად ვითმენდით ცოლის უკეთურებას და სხეულის ასოებივით ვუფრთხილდებოდით მას