ავტორი:
წმ. იოანე ოქროპირი
თემა: სათნოებები
972. თუკი ჩვენი მშობლები, წინაპრები, ან ხორციელი ნათესავები ღვთისმოსავი და წმინდა ადამიანები იყვნენ, ხოლო ჩვენ უდებებით განვლევთ დღეებს, შეგვეწევა თუ არა მათი სიწმინდე?
დაე, ნუ ვიამაყებთ ნათესავთა სიწმინდის გამო, არამედ იმას ვესწრაფოდეთ, რომ თავად ვიცხოვროთ ღვთისთვის სათნოდ. რადგან უმეტესი სასჯელი მოგველის მაშინ, როდესაც მამა, ძმა ან შვილი გვყავს ღვთისმოყვარე და კეთილმსახური, ხოლო ჩვენ უკეთურად ვიქცევით. უმეტესად დასასჯელად შეგექმნება, როცა ასეთი მაგალითები გყავს ირგვლივ, ხოლო შენ მათ არ ბაძავ, რადგან უდებ შვილთათვის მშობელთა სათნოებანი დასასჯელია მხოლოდ.