ავტორი:
წმ. იოანე სინელი(კიბისაღმწერელი)
თემა: გმობის გულისთქმები
981. რა არის გმობის გულისსიტყვათა წარმოშობის მიზეზი და როგორ შეიძლება მათგან გათავისუფლება?
არავინ იფიქროს, რომ გმობის სიტყვები მათი მიზეზია. უფალი გულთმეცნიერია და იცის, რომ ეს სიტყვები ჩვენი მტრებისგან არის. როცა ლოცვაზე ვდგებით, წინ აღგვიდგებიან არაწმიდა და გამოუთქმელი გულისსიტყვანი (გმობის), ხოლო ლოცვას რომ განვასრულებთ, მეყვსეულად განგვეშორებიან, რადგან ისინი არ ებრძვიან მას, ვინც მათ არ ებრძვის. ვინც იტანჯება გმობის ეშმაკისაგან და სურს გათავისუფლება მისგან, გულისხმა–ჰყოს, რომ მისი სული კი არ არის ამ ზრახვათა მიზეზი, არამედ არაწმიდა ეშმაკი, რომელმაც უფალს უთხრა: „ესე ყოველი შენ მოგცე, უკეთუ თაყვანის–მცე მე“ (მათ. 4,9). ამიტომ ჩვენც უგულებელვყოთ იგი და ვთქვათ: „წარვედ მართლუკუნ, ეშმაკო, უფალსა ღმერთსა ჩემსა თაყვანის–ვსცე და მას მხოლოსა ვმსახურებდე. ხოლო შენი სიტყვანიცა და სალმობაცა ეგე ბოროტი მიიქეცინ თავად შენდა და გმობა შენი თხემსა შენსა ზედა დაგიხედინ, აწ და მერმეცა საუკუნეთა“.