თემა: გმობის გულისთქმები როგოც ცვილი დნება ცეცხლისგან, ასევე უწმინდური გულისთქმა ქრება ღვთის შიშისგან. link
თემა: გმობის გულისთქმები არასდროს დამალო შენი გულისსიტყვა, რადგან მასშია დაფარული ეშმაკის უკეთურება: როცა აღიარებ, ქრება link
თემა: გმობის გულისთქმები მოყვასის განკითხვას უფრთხილდით და გმობის აზრები ნუ შეგაშფოთებთ, რადგან მეორის ძირი და მიზეზი პირველია link
თემა: გმობის გულისთქმები არასოდეს დავუშვათ უწმიდური ზრახვები და მუდამ სიკეთე ვაკეთოთ, თუ გვინდა, რომ ჩვენი გულის ცუდი ქარხანა კარგი გახდეს. link
თემა: გმობის გულისთქმები 21. მუშაკობდი გონებასა შენსა წურთითა შჯულისაითა; რამეთუ აღმოჰფხურის ბოროტთა გულისსიტყუათა ზედაისზედა წურთითა თვისითა link
თემა: გმობის გულისთქმები სიმთვრალე ხდება ფეხის წაბორძიკების მიზეზი, ხოლო ამგვარ გულისთქმათა მიზეზი ამპარტავნებაა. სიმთვრალისთვის დაისჯება ადამიანი, მაგრამ ამგვარ წაბორძიკებაში მას ბრალი არა აქვს link
თემა: გმობის გულისთქმები მარტო ღმერთს და საღმრთო საქმეებს კი არ გმობს ეს უღმერთო, არამედ, რაიმე ბილწსა და უშვერს წარმოშობს ჩვენს გულებში, რათა ან ლოცვა მივატოვოთ, ან სრულიად დავკარგოთ საკუთარი თავის იმედი link
თემა: გმობის გულისთქმები ნურავინ იფიქრებს, რომ გმობის სიტყვები მისი მიზეზით ჩნდება გულში, რადგან უფალი დაფარულს ხედავს და იცის, რომ ჩვენი კი არა, ჩვენი მტრისანი არიან ის სიტყვები, ჩვენ გულებში რომ შემოდიან link
თემა: გმობის გულისთქმები ყოველგვარი ბრძოლა ჩერდება, გიტევს, აყოვნებს და დროს გაძლევს, თუკი შებრძოლების სურვილი გაქვს, ხოლო აქ კი ასე როდია, არამედ გამოჩენისთანავე უჩინარდება და სიტყვისთქმისთანავე მიიმალება link
თემა: გმობის გულისთქმები სალოცავად რომ დავდგებით, არაწმიდა და გამოუთქმელი სიტყვები წინ აღგვიდგბიან; მაგრამ, როდესაც ლოცვას შევასრულებთ - გაგვეცლებიან, რადგან ისინი, როგორც წესი, არ ებრძვიან მათ, ვინც მათ წინააღმდეგ არ იბრძვის link