წყარო:
მამობრივი დარიგებანი
თემა:
ათეიზმი, ურწმუნოება, გმობის აზრები, ზრახვები, გულისსიტყვები, იესოს ლოცვა, ბოროტი აზრები, ზრახვები, გულისსიტყვები, ბილწი აზრები, ზრახვები, გულისსიტყვები, გონებაში წარმოსახვა, წარმოდგენა
დაინახავ, ცოტა ხანში როგორ დაგტოვებს მწუხარება
დაინახავ, ცოტა ხანში როგორ დაგტოვებს მწუხარება
შვილო, მივიღე შენი წერილი. დავინახე, ეშმაკმა როგორ გაგათამაშა. ასეთ შემთხვევაში ნუ დამწუხრდები, არამედ ძალიან მარტივად მოეკიდე ამ დახელოვნებულ ოსტატს. როცა ურწმუნოების, გმობის და სხვა გულისსიტყვები მოაქვს, მხოლოდ ასე შეეწინააღმდეგე – აიღე სკვნილი და მანქანასავით უწყვეტად იმეორე იესოს ლოცვა. დაინახავ, ცოტა ხანში როგორ დაგტოვებს მწუხარება და გულისსიტყვები. ასეთ დროს ბოროტს ნუ შეეპასუხები! მხოლოდ ლოცვა, რაიმე გულისსიტყვისა და წარმოდგენის გარეშე და ნახავ – ყველაფერი ობობას ქსელივით დაირღვევა. ნუ დაუშვებ, რაიმე წუხილმა სიმშვიდე დაგაკარგვინოს.