წყარო:
მამობრივი დარიგებანი
თემა:
ვნებები, მრისხანება, გაღიზიანება, გულისწყრომა, სიძულვილი, გმობის აზრები, ზრახვები, გულისსიტყვები
გმობის გულისსიტყვებში ნაწილობრივ ჩვენი წვლილიც არის!
გმობის გულისსიტყვებში ნაწილობრივ ჩვენი წვლილიც არის!
მიუხედავად იმისა, რომ გმობის გულისსიტყვები აშკარად ეშმაკისგან მოდის, მათში ნაწილობრივ ჩვენი წვლილიც არის. რა წვლილი? ესაა ჩვენი გონების ფარული თვითდაჯერება, რომ რაღაცას წარმოვადგენთ. იგი გმობის გულისსიტყვებით მჟღავნდება. ასეთი აზრები ასევე ჩვენი მრისხანების, გულისწყრომის, სიძულვილისა და სხვა ვნებებისგან იღებს სათავეს.
ამიტომ მათ უგულებელყოფასთან ერთად საჭიროა ვიზრუნოთ საკუთარი თავის შინაგან განკითხვაზე და შევებრძოლოთ ყოველგვარ ამპარტავნულ გულისსიტყვას. ასევე მშვიდობა დავამყაროთ თითოეულ ადამიანთან, თუნდაც ჩვენ მიმართ ბოროტებას სჩადიოდეს.