წყარო:
მამობრივი დარიგებანი
ნუ შეგაშინებს ეშმაკის მოტანილი გმობის გულისსიტყვები!

შვილო, ნუ შეგაშინებს ეშმაკის მიერ მოტანილი გმობის გულისსიტყვები. ის ბოროტი მთესველის შურია. გმობის გულისსიტყვები ქრისტიანის სულის მოშთობას ცდილობს იმ აზრით, თითქოს თავად ადამიანი გმობდეს და ასე უწამლავს გულს!
ეს გულისსიტყვები ერთ ყურში შეუშვი და მეორედან გამოუშვი, ასე უნდა უგულებელყო იმიტომ, რომ შენი არაა.
გეუბნები, შვილო, ნუ გეშინია. მათზე პასუხისმგებლობას მე ვიღებ. როცა ეს გულისსიტყვები მოგდის, უთხარი სატანას: „რაც გინდა, მითხარი. ამიერიდან შენს ნათქვამზე აღარ ვინაღვლებ, რადგან ეს ყველაფერი შენი ბოროტების გამონაგონია".
მიუხედავად იმისა, რომ გმობის გულისსიტყვები აშკარად ეშმაკისგან მოდის, მათში ნაწილობრივ ჩვენი წვლილიც არის. რა წვლილი? ესაა ჩვენი გონების ფარული თვითდაჯერება, რომ რაღაცას წარმოვადგენთ. იგი გმობის გულისსიტყვებით მჟღავნდება. ასეთი აზრები ასევე ჩვენი მრისხანების, გულისწყრომის, სიძულვილისა და სხვა ვნებებისგან იღებს სათავეს.
ამიტომ მათ უგულებელყოფასთან ერთად საჭიროა ვიზრუნოთ საკუთარი თავის შინაგან განკითხვაზე და შევებრძოლოთ ყოველგვარ ამპარტავნულ გულისსიტყვას. ასევე მშვიდობა დავამყაროთ თითოეულ ადამიანთან, თუნდაც ჩვენ მიმართ ბოროტებას სჩადიოდეს.