image

თემა: მადლი,  ღვთისადმი მადლიერება

417. შეუძლია თუ არა ვინმეს თქვას, რომ ცოდვილში სულიწმიდა ცხოვრობს? და თუ იტყვის, სულიწმიდა არააო მასში, მაშინ ჩემო მამაო, როგორ არიან ცოდვილები დაცულნი?
სულიწმიდის მიღების ღირსნი წმიდანები ხდებიან და ისინი მისი ტაძრები არიან. წერილი ამბობს: „დავიმკვიდრო და ვიქცეოდი მათ შორის“ (2 კორ. 6, 16). ხოლო ცოდვილები უცხოვდებიან მისგან, ნათქვამის თანახმად: „მზაკვარ სულში სიბრძნე ვერ შეაღწევს“ (ზირ. 1, 4). დაცულნი კი ისინი მისი მადლით არიან. ასე რომ, ყველაფერში მადლიერება შევწიროთ მის გამოუთქმელ სიკეთეს და კაცთმოყვარებას. მას შვენის უკუნისამდე დიდება ამინ.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები