თემა: ღვთის არასათნო ლოცვა უფალი ხშირად გვაძლევს მრისხანებით იმას, რაზეც წყალობით უარს გვეუბნება. link
თემა: ღვთის არასათნო ლოცვა თუ ღვთის წინაშე რაიმესთვის ლოცულობ და იგი აყოვნებს, შეისმინოს შენი, ნუ იდარდებ ამის გამო. შენ ღმერთზე გონიერი არ ხარ. link
თემა: ღვთის არასათნო ლოცვა უფალს ყოველთვის ესმის ჩვენი ლოცვა, და თუ ზოგჯერ ჩვენი სურვილისამებრ არ აღასრულებს, მაინც ყოველთვის ჩვენს სასარგებლოდ იქმს. link
თემა: ღვთის არასათნო ლოცვა ნუ ილოცებ, რომ მოგენიჭოს, რაც შენთვის კარგი გგონია; არამედ ის - რაც ღვთისთვის სათნოა, რამეთუ მან შენზე უკეთ უწყის, რა არის შენთვის სასარგებლო. link
თემა: ღვთის არასათნო ლოცვა ზეციური მამა იმდენად გულუხვია მაშინ, როდესაც გვიბოძებს პურს, რამდენადაც მოწყალეა მაშინ, როდესაც არ აძლევს გახურებულ ნახშირს უგუნურ ბავშვს. link
თემა: ღვთის არასათნო ლოცვა უფალს ის კი არ უნდა ვთხოვოთ, რაც ჩვენ გვინდა, არამედ ის, რაც მას სურს; ეს ყველაზე უტყუარი საშუალებაა იმისათვის, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი მივიღოთ. link
თემა: ღვთის არასათნო ლოცვა თუ უფალი არ აკეთებს იმას, რაც შენ გსურს და სთხოვ, მაინც დარწმუნებული იყავი, რომ იგი გიმზადებს და უდავოდ მოგცემს რაღაც უკეთესს, შენთვის უფრო სასარგებლოს. link
თემა: ღვთის არასათნო ლოცვა როდესაც რაიმე ბოროტს ვთხოვთ უფალს, იგი თავის მრისხანებას გამოაჩენს, როდესაც ჩვენს სათხოვარს ასრულებს და მოწყალებას გამოიჩენს, როდესაც არ აღასრულებს მას. link
თემა: ღვთის არასათნო ლოცვა თუ ყოვლადმოწყალე ზეციური მამა ხილულად არ აღასრულებს შენს სურვილს, მაინც, უეჭველია, უხილავად ზრუნავს შენს კეთილდღეობაზე უფრო მეტად, ვიდრე შენ შეგიძლია, შეიცნო და წარმოიდგინო. link
თემა: ღვთის არასათნო ლოცვა როდესაც უფალი ჩვენი ლოცვის შესმენას აყოვნებს, ამას ჩვენს სასარგებლოდ იქმს, რათა მოთმინება გვასწავლოს; ამიტომაც გული არ უნდა გავიტეხოთ და არ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ ვლოცულობდით და უფალმა არ შეისმინა. ღმერთმა იცის, რა არის ადამიანისათ... იხილეთ სრულად როდესაც უფალი ჩვენი ლოცვის შესმენას აყოვნებს, ამას ჩვენს სასარგებლოდ იქმს, რათა მოთმინება გვასწავლოს; ამიტომაც გული არ უნდა გავიტეხოთ და არ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ ვლოცულობდით და უფალმა არ შეისმინა. ღმერთმა იცის, რა არის ადამიანისათვის სასარგებლო. link