image

თემა: უსამართლობა,  მოთმინება

წმიდაო მამაო, ხდება, რომ რომელიმე უსამართლოდ მომეპყრობა, მე ამის მიღება არ შემიძლია და მისადმი გული მიცივდება.
აბა, ერთი მოიცადე! რას გვასწავლიე ეკლესია? როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ შემთხვევაში? ან თვით შენ რა შემთხვევაში მიიღებ მეტ სარგებელს? კარგი, ვთქვათ, საქმე სწორედ ისეა, როგორც შენ გგონია, - ანუ შენ დამნაშავე არა ხარ. თუკი უსამართლოდ მოგექცნენ, სარგებელს შენ იღებ, ხოლო იმ დას, რომელმაც თავის გასამართლებლად ცილი შენ დაგწამა, მერე უკვე სინდისის ქენჯნა შეაწუხებს, იგი მოინანიებს და შენდამი სიყვარულს იგრძნობს. აქედან გამომდინარეობს არაერთი სიკეთე, არამედ, ერთდროულად - ორი და სამი. ამით გეძლევა კარგი შესაძლებლობა, გამდიდრდე და მოხეტიალე ბოშა ქალიდან კეთილშობილ ქალბატონად იქცე. რატომ გინდა, რომ კვლავაც ბოშა დარჩე, როდესაც ღმერთი შესაძლებლობას გაძლევს, რომ გამდიდრდე და შენი სიმდიდრე სხვებსაც გაუზიარო?!
ზრახვა კი მეუბნება, რომ დას ვკითხო, რომ ცოტაოდენი სულიერი დანაზოგი შეგარჩინოს?! ის თავისმართლებას გაიძულებს, რომ ამით საკუთარი თავიდან ქრისტე გააძევო.
აბა რა! განა ეშმაკი მოითმენს, რომ ცოტაოდენი სულიერი დანაზოგი შეგარჩინოს?! ის თავისმართლებას გაიძულებს, რომ ამით საკუთარი თავიდან ქროტე გააძევო.
წმიდაო მამაო, მაგრამ მე მაინც ვისურვებდი, რომ ზოგჯერ მაინც ეპატიებინათ შეცდომები ჩემთვის.
გინდა, რომ გამართლებდნენ?! კარგი, ვთქვათ, გაგამართლეს, ამით სულიერად შეიძენ თუ - დაკარგავ?
დავკარგავ.
მაღაზია რომ გქონოდა, რას ისურვებდი - სარგებლის ნახვას თუ - დანაკარგისას?
სარგებლის.
მაშ ასე: თუკი არ გვინდა, რომ მატერიალურ, ამაო საგნებთან დაკავშირებით დავკარგოთ რაიმე, მაშინ რაოდენ მეტად უნდა ვეცადოთ, რომ სულიერ საგნებთან მიმართებაშიც არ ვკარგავდეთ ბევრს. ერის ადამიანები მატერიალურ გამორჩენას მისდევენ და ხელიდან არ უშვებენ მას. - და განა სულიერ ადამიანებს ეპატიებათ, თუ სულიერ გამორჩენაზე არ იზრუნებენ?! მაგრამ ერის ადამიანები იმდენს რას კარგავენ?! ფულის გაფლანგვით ისინი მხოლოდ მატერიალურ ქონებას კარგავენ, მაშინ როდესაც ჩვენ, თუკი უსამართლობას არ მოვითმენთ, ქარს ვატანთ სულიერ, ზეციურ ქონებას. მთელ ამ ქონებას აქ - მიწაზე ვფლანგავთ. მაშ, რატომ უნდა ვანაცვალოთ ზეციური - მიწიერს? გარდა ამისა, საბრალო ერის ადამიანები სულიერ უმეცრებაში იმყოფებიან, მაშინ, როდესაც ჩვენთვის ცხოვრების სულიერი აზრი დაფარული არ არის. მონაზვნები იმისთვის გავხდით, ზომ ზეციური მოგვეხვეჭა, მაგრამ გამოდის, რომ მიზანი ერთი გვაქვს და მეორე მხარეს კი მივდივართ. თუ ერის ადამიანს დააწყლულებენ, გვემენ და დევნიან, მისთვის ეს ძალიან მწარეა. ჩვენ კი, მონაზვნები ყოველივე ამას ქრისტეს სიყვარულით უნდა ვითმენდეთ. ჩვენ უნდა ველტოდეთ უპატიობას, შეურაცხყოფას, უარყოფას; რამდენადაც ისინი სულს გვიმდიდრებენ. ოჯახის ადამიანი თავის გამართლებას ცდილობს, იმიტომ, რომ ცხოვრებისეული საზრუნავი აქვს. ის ხომ იმაზე ფიქრობს, თუ როგორ უნდა იცხოვრონ თვითონ და მისმა საბრალო ბავშვებმა, - თუკი თვითონ რეპუტაცია შეელახა ან გაკოტრდა. ამიტომ ერის ადამიანებს დანაშაულის შემამსუბუქებელი მდგომარეობა აქვთ; მაშინ, როდესაც ჩვენ ასეთ რაიმეს მოკლებულნი ვართ.
    
    როდესაც უსამართლოდ მოგეპყრობიან, ამ უსამართლობის მიღებით არსობრივად ჩვენ სიკეთეს ვიღებთ. მაგალითად, ცილი დამწამეს და ციხეში უსამართლოდ გამომაწყვდიეს. რას ვიზამ? ჯერ ერთი, რამდენადაც არანაირი დანაშაული არ ჩამიდენია, ჩემი სინდისი დამშვიდებულია. მეორე - ზეციური სასყიდელი მელის. განა ჩემთვის უმეტესი სიკეთის მოგება შეიძლებოდა?! ამიტომ კი არ ვდრტვინავ, არამედ ღმერთს ვადიდებ.
    
    "როგორ გითხრა მადლობა შენ, ღმერთო ჩემო, რომ ს დანაშაული მე არ ჩამიდენია?! მართლა ჩემი ჩადენილი რომ იყოს, სინდისი ქენჯნას ხომ ვერ გავუძლებდი"! - მათთვის, ვინც ასე ფიქრობს ციხე სამოთხედ იქცევა. ან სხვა მაგალითი ავიღოთ: ვიღაცამ უსამართლოდ დამარტყა. "დიდება შენდა, ღმერთო! - ვამბობ მე - იქნებ ამგვარად ჩემს რომელიმე ცოდვას გამოვისყიდი, მეც ხომ აღმიმართავს ხელი მოყვასზე". ან ტყუილუბრალოდ გამლანძღეს, მე კი მადლობას ვწირავ: "დიდება შენდა, ღმერთო, მე ამას დავითმენ შენი სიყვარულისათვის, როგორც შენ დაითმინე ჩემთვის ყვრიმლისცემა და შეურაცხყოფა".
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები