ავტორი:
წმ. ალექსი ბერი
თემა: მოთმინება, სიყვარული მოყვასისადმი
901. რატომ გვაჭირვებს ქრისტიანი ძმა, მასაც ხომ ნაბრძანები აქვს მოყვასის შეყვარება?
თუმცა ძმის კანონია არა გავნოს მოყვასს, მაგრამ შენი კანონია დაითმინო; მისი კანონია, რომ არ გაგინოს, მაგრამ შენი კანონია, რომ მაგინებელი აკურთხო; მისი კანონია ბოროტი არ გიყოს მტრულად, მაგრამ შენი კანონია, რომ ბოროტის წილ ბოროტი არ მიაგო და მტერი შეიყვარო; ამისთვის ღვთის მოყვარენი და ზეციური სიბრძნის მუშაკნი მისდევენ თავიანთ კანონს და სდებენ თავიანთ სულს ქრისტესთვის მოთმინებით.