image

თემა: სამართლიანობა,  სიყვარული მოყვასისადმი

წმიდაო მამაო, რას ნიშნავს ის, რომ რაღაცის "უფლება გქონდეს"?
"უფლების ქონა" - ეს ერული ლოგიკაა. რაც მეტია ადამიანში ერული, მით მეტი რამის "უფლება აქვს" მას. და რაც უფრო სულიერია იგი, მით ნაკლები რამის უფლება აქვს. განსაკუთრებით - ბერს: მას მხოლოდ ერთი მოვალეობა აკისრია: არ ჰქონდეს არაფრის უფლება! იმის თქმა მინდა, რომ ბერი არაფერზე არ უნდა იყოს მიჯაჭვული. ქრისტეს სიყვარულისთვის ბერი ყოველივეზე ამბობს უარს... ამიტომ, თუკი ის ცხოვრებაში რამენაირი უფლების მოსაპოვებლად იღვწის, უდიდეს შეცდომას უშვებს. ამგვარი ქცევა ხომ შეურაცხყოფს ქრისტესა და მონაზვნობას. ერის ადამიანებს ბევრი რამის უფლება აქვთ და ამიტომაც არიან ერში. მაგრამ, იმას, რაზედაც ბერს, ანდა უბრალოდ - სულიერ ადამიანს, - "უფლება აქვს", იმას ქრისტე მომავალი ცხოვრებისათვის უზოგავს მას.
    
    "უფლების ქონის" ტენდენცია დღეს მხოლოდ ერში კი არ არის, თითქმის მთელი ახალგაზრდობისათვის დამახასიათებელი, არამედ - ახალგაზრდა ბერებისთვისაც. ზოგიერთმა მათგანმა არც ის იცის, ბერი რისთვის გახდა, არც ის, - რას ნიშნავს საერთოდ ბერობა. ამიტომაც მასში გამუდმებით არსებობს ეს- "უფლება მაქვს"! ერული სული 9სულიერად) აუხსნელი ლოგიკა, ადამიანური სამართლიანობა - ნებისმიერ საგანთან მიმართებაში ბოჭავს მათ. ეს ადამიანური სამართლიანობა, რომელიც ევროპული სულიდან იღებს სათავეს, დღეს მონაზვნობასაც მსჭვალავს.
    
    თანამედროვე ეპოქაში, მონაზვნურ ცხოვრებაში, არც თუ იშვიათად შეხვდებით ამ სულს: "მე მოყვასს არანაირ უსიამოვნებას არ ვაყენებ. მე ხომ მისი წყენინება არ მინდა. ასე რომ, ყველაფერი რიგზე გვაქვს". ანდა, როგორც ზოგიერთი ბერი იტყვის: "ჩემი საქმე გავაკეთე, სადაც დახმარება ყო საჭირო, დაცეხმარე, რაც უნდა დამემთავრებინა, დავამთავრე; ყველაფერი რიგზე მაქვს; ხოლო სხვა სამუშაო?! ის ხომ ჩემი არ არის. მივდივარ, სენაკში უნდა შევიდე და კანონი შევასრულო". ასეთი ადამიანები არ ფიქრობენ, რომ მათი ძმა უძლურებაშია, ან - თავი სტკივა და ამიტომ ვერ მუშაობს, იმიტომ, რომ ღამისთევაზე იყო და ძალიან დაღლილი დაბრუნდა. ანდა ამას იტყვიან: "ეს ჩემი უფლებაა და უფლება მაქვს, შევჭამო". არც კი იფიქრებენ, რომ შესაძლოა, მოყვასი უფრო სუსტია, ანდ მისი ორგანიზმი მეტ ენერგიას ხარჯავს და მეტი საჭმელი ჭირდება. ყოველივე ამის შედეგად ისინი, მიუხედავად იმისა, რომ ხორციელად სულიერ წიაღში იმყოფებიან, იქამდე მიდიან, რომ თავიდან ბოლომდე ერულად აზროვნებენ და შესანიშნავი ადამიანებიც არიან, ოღონდაც - ერის ადამიანები... იცით, რა ძნელია იმ ადამიანების ცქერა, თავიდან ბოლომდე ამ სოფელს რომ ეკუთვნიან?! ანუ მე შევნიშნე, რომ მრავალი ბერი, ზოგი - მეტად, ზოგი - ნაკლებად, მარხულობს, ლოცულობს, მსახურებას ესწრება, მორჩილებას ასრულებს, მონაზვნურადაა შემოსილი, მონაზვნური წესით ცხოვრობს; მაგრამ მისი დამოკიდებულება ყველაფრისადმი ერულია და არა - სულიერი. ისინი ზრუნავენ, რომ მათი მისამართით საწყენი სიტყვა არ ითქვას, რომ ვინმე უსამართლოდ არ მოექცეთ. ანუ ეს ბერები ერული სამართლიანობის ჩარჩოებში არიან მოქცეულნი, ზოგიერთი კი აქამდეც ვერ მიდის. აბა მიდი და სცადე მათთან სულიერი ურთიერთგაგება დააყარო! ეს ბერები ცდილობენ, ყველაფერი ისე მოაწყონ, რომ სამომავლოდ ქრისტეს მათთვის საბუღალტრო ანგარიშების შედგენა გაუადვილონ (რათა იგი მათ წინაშე ვალში არ დარჩეს)! ამიტომ, რადგაც ქრისტე ხედავს უსამართლობის იმ ხარისხს, რომესაც თითოეული ადამიანი დაითმენს და ხედავს ასევე მის მიერ მსხვერპლის გაღების ხარისხს, რათა ყოველივე ამისათვის შესაფერისი მიუზღას, ეს ადამიანები ცდილობენ, რომ თვითონვე აწარმოონ მისთვის (ქრისტესთვის) (საკუთარი დამსახურების) ანგარიშები.
    
    მე საერთოდაც მაშფოთებს იმ სახის აზროვნება, რომელსაც ზოგიერთ თანამედროვე ბერში ვხედავ. მათი სამართლიანობა სრულიად ადამიანურია! თუმცა, როგორ აისახება ადამიანური სამართლიანობა სულიერ ცხოვრებაში?! ადამიანური სამართლით, თვით ერულ ცხოვრებაშიც კი ვერ წახვალ შორს, ხოლო სულიერ ცხოვრებაში ხომ - ლაპარაკიც ზედმეტია! როდესაც თანაცხოვრებულთა მონასტერში ვცხოვრობდი, იქაური ბერები გამუდმებით მსხვერპლის გაღებას ცდილობდნენ. ეს სული ყველგან იყო გამეფებული: სამუშაოზე, ტრაპეზზე, ისინი პირველ რიგში მოყვასზე ფიქრობდნენ და მერე სამოთხის მკვიდრებივით ცხოვრობდნენ. მაგალითად, ტრაპეზობისას ბერი ცდილობდა, ნაკლები ეჭამა, რომ სხვას ბევრი დარჩენოდა; შესაძლოა, არც თვითონ გამოირჩეოდა გოლიათის ჯანმრთელობით, მაგრამ ამას არად აგდებდა. ასეთი ბერი იმაზე კი არ ფიქრობდა, მისი მოყვსი ჯანმრთელი იყო თუ ავადმყოფი, არამედ უბრალოდ - მსხვერპლს იღებდა. ის საკუთარი განსჯის უნარსაც კი არ მოიხმარდა და ამბობდა: "ძმა თუ თავის უფლებაზე მეტს შეჭამს, ეს მას ავნებს". სწორედ იმ წუთიდან, როდესაც ბერი იმაზე ზრუნვას იწყებს, რომ რამენაირად წყენა და ზედმეტი გარჯა თავიდან აიცილოს, რომ მისმა შრომამ დაუფასებლად არ ჩაიაროს, მას თითქოსდა აღა სწამს ღმერთის, აღარ სწამს სხვა ცხოვრების არსებობა, აღარ სწამს, რომ თითოაულ ადამიანს მომავალი სამსჯავრო და საღვთო საზღაური ელის. და უმცა იგი (სხვებზე) ცოტა ზედმეტად გაისარჯა, მისი ეს შრომა ამაო არ იქნება. ამაოდ მხოლოდ პირუტყვები შრომობენ, მაგრამ თვით ეს საბრალო ქნილებებიც კისაკუთარ თავს ჩვენთვის სწირავენ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი სწორედ ჩვენს გამო იტანჯებიან. პირველ მამათა შეცოდების შემდეგ ხომ ბუნება ადამიანთან ერთად კვნესის და მასთან ერთად იტანჯება. რა საშინელებაა! ნახეთ, როგორ იტანჯებიან მონადირისაგან დაჭრილი გარეული მხეცები! ისინი დაწყლულებულები და ფეხებდამტვრეულები ვერსად გაურბიან დიდ მტაცებელ მხეცებს, რომლებიც შეიპყრობენ და გადასასნლავენ მათ. და ამასთან, ამ საბრალოებს უმცირესი სამაგიეროც კი არ ერგებათ. თუკი ადამიანს ეს არ ესმის, ის აღარაა ადამიანი. ღმერთმა მას სწორედ იმისათვის მისვა გონება, რომ მისი საშუალებით სწორად იღვაწოს და თავისი გზა იპოვოს. ახლა მე იმას კი არ ვამბობ, რომ უკანასკნელი სასიცოცხლო ძალები უნდა გამოწუროთ, არამედ იმას, რომ - ღვთისმოსაობაიქონიოთ.
წმიდაო მამაო, ესე იგი, თქვენ გსურM, რომ ჩვენი გულები მოყვასის ტვირთის შემსუბუქებისა და მისთვის სიმშვიდის მინიჭების მხურვალე სურვილით თრთოდეს...
დიახ, იმიტომ, რომ როდესაც მოყვასის ხვედრის შემსუბუქებას და მისთვის სიმშვიდის მინიჭებს ცდილობ და ამასთან საკუარ თავს ბოლომდე ღვთის ხელს გადასცემ, ძალებისაგან აღა იცლები. ხოლო თუ ქანცი გიწყდება და ამის შესახებ სხვას ეტყვი, ჩათვალე, რომ შენმა მთელმა გარჯამ ამაოდ ჩაიარა. როგორ ფიქრობ, დაგაჯილდოებს ქრისტე იმისათვის, რომ საკუთარ მწარე ხვედრზე მოთქვამ?! ასეთ შემთხვევაში ყურის ძირში შემოლაწუნების გარდა ვერაფრით "დაჯილდოვდები".
    
    შეძლებისდაგვარად ეცადე, რომ სწორედ ის სამუშაო შეასრულო, რომელზედაც ახლა გელაპარაკები, ესაა ის "სუიერი ღვაწლი", რომლის აღსრულებაც გევალებათ. ვინც ამ ღვაწლს არ აღასრულებს, მას ასკეტური მოღვაწეობაც კი ვერ უშველის, იმიტომ, რომ მისი რადიოსადგური იმავე სიხშირეზე არ მუშაობს, რომელზეც ღმერთის რადიოსადგური. და ეს თუ ასეა, მაშინ ყველაფერი, ყოველგვარი მარხვა და მუხლდრეკა ამაოდ ჩაივლის... იმის თქმა კი არ მინდა, რომ ყოველივე ეს უსარგებლო საქმეა, არამედ, მხოლოდ იმის, რომ მარტო მოღვაწეობის გარკვეული წესების შესრულება იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფრი რიგზეა.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები
14 ოქტომბერს არის ხსენება: