თემა: სამართლიანობა საჭიროა, გქონდეს თანაგრძნობა ადამიანთა მიმართ, და სამართლიანობა - ნაკლისადმი. link
თემა: სამართლიანობა უსამართლობას უნდა ვებრძოლოთ. თუ მას გულგრილად ვუყურებთ, ეს იმას ნიშნავს, რომ თავადაც უსამართლონი ვართ. link
თემა: სამართლიანობა ჭეშმარიტებისა და სამართლიანობისთვის მებრძოლი, პირველ რიგში, თვითონ უნდა იყოს ჭეშმარიტი და სამართლიანი. link
თემა: სამართლიანობა რა არის სახელმწიფო სამართლიანობის გარეშე (რომლის საფუძველიც რელიგიაში მდგომარეობს), თუ არა - ყაჩაღთა დიდი ბანდა? link
თემა: სამართლიანობა უარს ნუ იტყვი, სამართლიანობის მსხვერპლად მიიტანო საკუთარი სიმშვიდეც, სარგებელიც, ზოგჯერ კი მრავალი ძლიერის წყალობაც, რათა ერთი უძლური იხსნა. link
თემა: სამართლიანობა 70. ადამიანი, რაოდენ ძალუძს, მოსაქმეობს თავისი ნების შესაბამისად, ღმერთი კი ადამიანის ნასაქმევთა შედეგებს აღასრულებს სამართლიანობის შესაბამისად. link
თემა: სამართლიანობა გიყვარდეს და ყოველთვის სამართლიანად მოიქცევი, ისე რომ, ამას თავადაც ვერ შეამჩნევ. ეს სულიერი საწყისი გასწავლის, როგორ მოიქცე ყოველგვარ ვითარებაში. link
თემა: სამართლიანობა განა შესაძლებელია ადამიანური საზოგადოებისა და სამართლიანობის რაიმე იდეის არსებობა, თუკი შეწყდება ღვთისმოსაური დამოკიდებულება უფალთან მიმართებაში? link
თემა: სამართლიანობა სამართლიანობა იმ კაცისა, ვინც მხოლოდ თავის უფლებებს იცავს და არ აქცევს ყურადღებას სხვათა გაჭირვებას, სხვათა წუხილს, რა თქმა უნდა, ვიწრო ეგოიზმიდან მოდის. link