image

თემა: სამართლიანობა,  ფიცი

727. როდესაც მამები რომელიმე საქმის განსჯას მომანდობენ, მე კი მაინცდამაინც ვერ ვენდობი საკუთარ თავს, როგორ მოვიქცე: უარი ვუთხრა, თუ დავთანხმდე მათ წინადადებას? ვთქვა ის, რასაც ვფიქრობ, თუ ჯერ მცოდნეებს ვკითხო და შემდეგ წარმოვთქვა ჩემი აზრი?
რადგან მამები გიბრძანებენ, იმსჯელე საქმეზე და უთხარი მოკამათეებს, რომ შენ საქმეს ისე განსჯი, როგორც სამართლიანად გეჩვენება; ამასთანავე, შეეცადე შენი აზრი სამართლიანობაში განამტკიცო და გული ვინმესკენ ვნებით ან განწყობით არ გადახარო. არსებული სიმართლე ისე თქვი, როგორც შენ ხედავ. რამეთუ ღმერთი, რომელმან, მხოლომან იცის ჭეშმარიტება, ჩვენ თავისუფალ ნებას სჯის. თუ გსურს იმას ჰკითხო, ვინც შენზე კარგად იცის, მაშინ ესეც არ იქნება შეუფერებელი.
728. თუ საქმე ფიცს საჭიროებს, მოვთხოვო მათ, თუ არა?
არასოდეს და არავისგან არ მოითხოვო ფიცი, იმიტომ, რომ ღმერთმა ყველას აუკრძალა დაფიცება (მათე 5, 34). მაგრამ განაცხადე: „ამ საქმეს ფიცი მეტ დამაჯერებლობას შესძენს, ამიტომ, თუ გსურთ ეს ფიცით დაამტკიცოთ, ეს თქვენი ნებაა“. თუ მაღალი ხელისუფალნი გიბრძანებენ მსჯავრდებას, მაშინ მოითხოვე, რომ დაიფიცონ; უფრო სწორად, ზედმიწევნით განიხილე, სასარგებლოა ეს თუ არა და შემდეგ, დაეჭვების გარეშე, მოითხოვე ფიცი.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები