image

თემა: სიყვარული მოყვასისადმი

252. როგორ შევძლოთ მაცხოვრის მცნების აღსრულება "შეიყუარო მოყუასი შენი, ვითრცა თავი თვისი" (მათ. 22.39).
ვთქვათ დგას ორი კიბე, რომელთაგან ერთს ზეცაში ავყავართ, ხოლო მეორე ჯოჯოხეთისკენ ეშვება, შენ კი მათ შორის დგახარ მიწაზე. ნუ იტყვი: როგორ მოვექცეო კიბის თავში? რადგან ეს შეუძლებელიცაა და არც ეძიებს ღმერთი შენგან ამას, არამედ დაიცავი თავი, რომ ქვემოთ არ ჩავარდე. ნუ უყოფ მოყვასს ბოროტს, ნურც აგინებ მას, ნურც შეასმენ, ნურც შეურაცხყოფ. ასე ცოტ–ცოტაობით იწყე კეთილის აღსრულება. ჯერ სიტყვით მოიმადლიერე იგი, შემდეგ შეეწიე, რითაც შეგეძლება და ნელ–ნელა ახვალ თითოეულ საფეხურზე და ღვთის შეწევნით მიაღწევ კიბის თავს. რადგან, როცა მოყვასს შეეწევი, შემდეგ მისთვის სიკეთე გსურს, როგორც საკუთარი თავისთვის და ეს არის სწორედ, "შეიყუარო მოყვასი შენი, ვითარცა თავი თვისი".
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები