ავტორი:
წმ. ნიკონ ოპტინელი
თემა: მოთმინება, მწუხარება, ცილისწამება
418. რას ეტყოდით იმას, ვისაც უსამართლოდ ცილი დასწამეს?
არაფერია განსაკუთრებით სამწუხარო იმაში, თუკი ცილი დაგწამეს, რადგანაც აქედან დიდ სარგებელს ჰპოვებ შენი სულისათვის. ის ადამიანიც კი, რომელიც წმინდად ცხოვრობს, მწუხარებების დათმენის გარეშე ცათა სასუფეველს ვერ დაიმკივდრებს და უფალი მასზე მწუხარებებს უშვებს. ამიტომაც არაფერია შესაძრწუნებელი იმაში, თუკი მწუხარებებს ითმენ.