ავტორი:
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე
თემა: თანაგრძნობა, მწუხარება, სიხარული
რას ნიშნავს: "გიხაროდენ მოხარულთა თანა და ტიროდეთ მტირალთა თანა" (რომ. 12, 15)?
"გიხაროდენ მოხარულთა თანა" ნიშნავს იმას, რომ გვიხაროდეს მათთან ერთად, ვინც ღვთისნიერ სათნოებებში წარემატება და მომავალ სიკეთეთა იმედით გახარებულნი არიან; ხოლო "ტიროდეთ მტირალთა თანა" - ცოდვისმიერ სინანულში შემცოდეთა თანაგრძნობას ნიშნავს.