ავტორი:
წმ. ბარსანოფი ოპტინელი
თემა: მწუხარება
908. როგორ უნდა მოვიქცე, როდესაც ყოველი მხრიდან მწუხარებებით ვარ მოცული, სანუგეშო არაფერი გამაჩნია, თანდათან ეკარგება სიცოცხლესაც აზრი, წყვდიადი ივანებს ჩემს სულში?
ასეთი მდგომარეობა არ არის სასჯელი, იგი ჯვარია, რომელიც უნდა იტყვირთოთ. მაგრამ როგორ? სად არის შეწევნა? ერთნი შემწეობას ადამიანებში ეძიებენ, სიმშვიდის მოპოვებას ამსოფლიურ ხმაურთა შორის იმედოვნებენ, მაგრამ ვერ კი პოულობენ. რატომ? იმიტომ, რომ არასწორად ეძიებენ. სიმშვიდე, ნათელი და ძალა ღმერთში უნდა ეძებოთ, იესოს ლოცვის მეშვეობით. როდესაც ძლიერი შეჭირვება და წყვდიადი მოიცავს შენს სულს, გაეშურე ხატების კუთხისაკენ, აანთე კანდელი, დაიჩოქე და წარმოთქვი: უფალო იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი! გაიმეორეთ მრავალგზის ისე, რომ არა მხოლოდ ბაგეები წარმოთქვამდეს ამ სიტყვებს, არამედ გულიც თანაუგრძნობდეს მას. აუცილებლად შეეხება თქვენს გულსაც უტკბილესი სახელი უფლის, ხოლო დარდი, მწუხარება და წყვდიადი თანდათან განგეშორებათ და ნათელი და მშვიდი სიხარული დაივანებს სულში.