image

თემა: მწუხარება

985. როგორ შეაგონებენ წმ. მამები იმ ადამიანებს, რომლებიც უზომო მწუხარებაში არიან ქონების დაკარგვის გამო?
ზედმეტი მწუხარება უდიდესი ზიანის მომტანია. რაზე მწუხარებ? რომ ქონება დაკარგე? გაიხსენე ისინი, რომელთაც საარსებო პურიც კი არა აქვთ და მაშინვე დამშვიდდები. და საერთოდ, ყოველი უბედურების ჟამს უკვე მომხდარზე კი ნუ მწუხარებ, არამედ, რაც არ მომხდარა, იმაზე იყავი მადლობელი. დიდ ქონებას ფლობდი და დაკარგე? ნუ ტირი დაკარგულზე, არამედ მადლობელი იყავი იმისათვის, რომ ფლობდი მას. იობთან ერთად თქვი: „სიკეთეს კარგად ვიტანთ უფლისაგან, ავის ატანა კი აღარ გვინდა!“ (იობ. 2,10). ამასთან დაფიქრდი იმაზე, რომ თუმცა ქონება დაკარგე, შენი სხეული ჯერ კიდევ ჯანმრთელია და სიღატაკეში უძლურებით არ იტანჯები. ან იქნებ, შერყეულია შენი ჯანმრთელობაც? მაგრამ ეს არ არის ადამიანურ უბედურებათა უკიდურესობა, არამედ ჯერ კიდევ შუა გზაზე ხარ... წარმოიდგინე ის ადამიანები, რომლებიც უმძიმეს განსაცდელში არიან და ნუ ინაღვლებ. მხოლოდ მაშინ იტირე და განიცადე, როდესაც შესცოდავ.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები