image

თემა: მწუხარება,  სულმოკლეობა

509. როგორ ვლინდება ჩვენი სულმოკლეობა მწუხარებათა ჟამს?
თავად ჩვენი საქმენი გვამხელენ ჩვენ, როცა მწუხარებათ ჟამს ყველაფერს ვებღაუჭებით, მაგრამ არა ღმერთს. ავად გყავს ბავშვი? მკითხავს ან იმას ეძებ, ვინც უცოდველ ყრმას კისერზე უაზრო ნაწერს ჩამოჰკიდებს. ბოლოს და ბოლოს კი ექიმთან გარბიხარ წამლისათვის და უგულებელყოფ იმას, ვისაც შენი გადარჩენა შეუძლია. სიზმარი შეგაშფოთებს? სიზმრის ამხსნელთან მიეშურები. მტერმა შეგაშინა? მფარველს კაცთა შორის ეძებ. და საერთოდ, ყველა გასაჭირში საკუთარ თვს ამხელ იმაში, რომ სიტყვით ღმერთს უწოდებ შესავედრებელს, საქმით კი შემწეობას უსარგებლოსა და ამოსაგან ეძიებ. მართლისათვის კი ჭეშმარიტი შემწე ღმერთია. მსგავსად მხედართმთავრისა, რომელსაც მამაცი მეომრები ჰყავს და ყოველთვის მზადაა ღონემიხდილებს დაეხმაროს, ასევე, შემწე ჩვენი და მოკავშირე ყველასი, ვინც კი ეშმაკის ვერაგობას ებრძვის, ღმერთია, უგზავნის რა მსახურ სულებს მას, ვინც ხსნას ითხოვს.
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები