image

თემა: სულმოკლეობა

სულმოკლეობა მრავალ შვილს ბადებს: დრტვინვას, ურჩობას, ურცხვობას, ჩივილს, გმობას, სასპწარკვეთილებას და სხვა. ამპარტავნება და გაკერპება ჭეშმაიტი დები არიან, ისინი ათას შვილს შობენ. რომლებიც სულის დასაღუპად ერთიანდებიან
link
image

თემა: სულმოკლეობა

79. მიწიერი ხატის (ადამის) მთავარი ნაკლია: უგნურება, სულმოკლეობა, თავშეუკავებლობა, უსამართლობა. ზეციური ხატის მთავარი სათნოებაა; კეთილგონიერება, სიმტკიცე, უბიწოება, სამართლიანობა. "ვითარცა იგი შევიმოსეთ ზატი იგი მიწიერისა, შევიმოს... იხილეთ სრულად
link
image

თემა: სულმოკლეობა

საუბედუროდ ჩვენ ხშირად ვართ სულმოკლე და მოუთმენელ. უკეთუ მცირე ოდენ შეუდეგით კეთილსა ცხოვრებასა, მაშინვე აქა ველით ღვთისაგან ჯილდოსა და მიგებასა, ხოლო უკეთუ გვეწვია რაიმე ჭირი და განსაცდელი, ვდრტვინავთ და ვფიქრობთ გულსა შინა ჩვენს... იხილეთ სრულად
link
image

თემა: სულმოკლეობა

190. რას შეაგონებენ წმ. მამები სულმოკლეთ განსაცდელის ჟამს?დიდი კაცთმოყვარეობაა ძმებო ღვთისა, რომ ვცხოვრობთ ამქვეყნად; ჩვენი მიუხვედრელობის გამო არ შეგვიძლია დავინახოთ, როგორი მძიმეა საუკუნო სასჯელი და ამიტომაც აქაური ჭირი მძიმედ გვეჩვენება. ძილითა და განსვენებით გვსურს ცათა სასუფევლის დამკვიდრება და ამიტომ ვართ სულმოკლენი. წმ. ევაგრე ბრძანებდა: ვნებული, რომელიც ევედრება ღმერთს, რათა მალე გაიყვანოს ამა ქვეყნიდან, იმ კაცს ჰგავს, რომელიც ევედრება ხუროს, დაამსხვრიოს ის სარეცელი, რომელზეც სნეული წევს.
link
image

თემა: სულმოკლეობა

509. როგორ ვლინდება ჩვენი სულმოკლეობა მწუხარებათა ჟამს?თავად ჩვენი საქმენი გვამხელენ ჩვენ, როცა მწუხარებათ ჟამს ყველაფერს ვებღაუჭებით, მაგრამ არა ღმერთს. ავად გყავს ბავშვი? მკითხავს ან იმას ეძებ, ვინც უცოდველ ყრმას კისერზე უაზრო ნაწერს ჩამოჰკიდებს. ბოლოს და ბოლოს კი ექიმთან გარბიხარ წამლისათვის და უგულებელყოფ იმას, ვისაც შენი გადარჩენა შეუძლია. სიზმარი შეგაშფოთებს? სიზმრის ამხსნელთან მიეშურები. მტერმა შეგაშინა? მფარველს კაცთა შორის ეძებ. და საერთოდ, ყველა გასაჭირში საკუთარ თვს ამხელ იმაში, რომ სიტყვით ღმერთს უწოდებ შესავედრებელს, საქმით კი შემწეობას უსარგებლოსა და ამოსაგან ეძიებ. მართლისათვის კი ჭეშმარიტი შემწე ღმერთია. მსგავსად მხედართმთავრისა, რომელსაც მამაცი მეომრები ჰყავს და ყოველთვის მზადაა ღონემიხდილებს დაეხმაროს, ასევე, შემწე ჩვენი და მოკავშირე ყველასი, ვინც კი ეშმაკის ვერაგობას ებრძვის, ღმერთია, უგზავნის რა მსახურ სულებს მას, ვინც ხსნას ითხოვს.
link