ავტორი:
იოსებ ათონელი (ისიხასტი)
წყარო:
წერილები და ლექსები
თემა:
აღსარება, ამპარტავნება, ქედმაღლობა, სასოწარკვეთილება, უიმედობა, მოუთმენლობა, სულმოკლეობა, სულიერი დაცემა
ეშმაკს ყველაზე მეტად ეს ცოდვა ახარებს
ეშმაკს ყველაზე მეტად ეს ცოდვა ახარებს
იღუმენია მართებულად გეუბნება სასოწარკვეთილების შესახებ – სულმოკლეობისგან მომდინარეობს, ამპარტავნებისგან იშვება. მართალი კაცი, ათი ათასჯერაც რომ ეცემოდეს ყოველდღიურად, ისევ წამოდგება და ეს მას გამარჯვებად ერაცხება, სასოწარკვეთილება კი უპატიებელი ცოდვაა, ეშმაკს ყველაზე მეტად ეს ცოდვა ახარებს; ხოლო დაირღვევა აღსარებით, რამეთუ ტკბილ იესოს ერთ დუიმს ვთხოვთ, ერთ მეტრს გვაძლევს, მის ერთ სხივს ვითხოვთ და მთლიანად გვეძლევა. რატომღა წარიკვეთ სასოს?