ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)

ექიმი წამალს აძლევს, ის კი დრტვინავს და აძაგებს მკურნალს

ექიმი წამალს აძლევს, ის კი დრტვინავს და აძაგებს მკურნალს

ამბობთ, რომ თქვენი ძმა ავადმყოფობისას გმობდა, შიოდა, სწყუროდა და ა. შ. მომისმინეთ: იმასაც ამბობდით, რომ თქვენი ძმა სასიკვდილოდ სცოდავდა. მრავალმოწყალე ღმერთს სურდა მას თავისი დანაშაული შეეგნო და მოენანიებინა, ამიტომაც გამოუგზავნა ეს სნეულება. იგი უნდა დატანჯულიყო, რათა ღმერთს, რომელიც ასე დაამწუხრა, მოწყალე თვალით მოეხედა მისკენ.
თქვენი ძმა ზრუნვით რომ ყოფილიყო გარემოცული და ყოველგვარი ხორციელი განსვენება ჰქონოდა, მის რომელ შრომას დაინახავდა უფალი, რომ შეჰბრალებოდა? იცოდეთ, რაც უფრო დაიტანჯა, მით მეტად შეუმსუბუქდა სასჯელი! სნეულებითა და ძმების მხრიდან მოვალეობის შეუსრულებლობით ღმერთმა საშუალება მისცა სინდისით მხილებულს მოენანიებინა. ის იმ ავადმყოფს ჰგავს, რომელსაც ექიმი წამალს აძლევს, ის კი თავის დასაღუპავად მოუთმენლობით დრტვინავს და მკურნალს აძაგებს.
თემატური კითხვები
0