როდესაც განცხრომით ცხოვრობ, გავიწყდება ყველაფერი: ღმერთიც, შენი უკვდავი სულიც, გავიწყდება, რომ მდგმური ხარ წუთისოფლისა და ზესთასოფელს დაემკვიდრები. როდესაც არ იცი, რა არის გაჭირვება, ფიქრობ, რომ ბედნიერი ცხოვრება შენით მოიპოვე და ...
იხილეთ სრულად
როდესაც განცხრომით ცხოვრობ, გავიწყდება ყველაფერი: ღმერთიც, შენი უკვდავი სულიც, გავიწყდება, რომ მდგმური ხარ წუთისოფლისა და ზესთასოფელს დაემკვიდრები. როდესაც არ იცი, რა არის გაჭირვება, ფიქრობ, რომ ბედნიერი ცხოვრება შენით მოიპოვე და ეს მუდამ ასე იქნება; ამ დროს მოდის შენთან უფალი და ცდილობს, გაგაღვიძოს; გაგათავისუფლოს ბურანისაგან. საწოლ ოთახში განგაცალკევებს, ავადმყოფობის სარეცელს დაგიგებს... თუ იცი რატომ? შენთან საუბარი სურს, სურს უწამლოს იმ სენს, ...
link
ადამიანს განსაცდელი გაცილებით შეუმსუბუქდება, თუ მას მარადიულობის თვალით შეხედავს. თუ მას მხოლოდ მიწიერი ცხოვრება სწამს, მაშინ ამქვეყნიური - ავადმყოფობა, ტანჯვა, განშორება და სიკვდილი უაზრობად წარმოუდგება. სად არის გამოსავალი ამ...
იხილეთ სრულად
ადამიანს განსაცდელი გაცილებით შეუმსუბუქდება, თუ მას მარადიულობის თვალით შეხედავს. თუ მას მხოლოდ მიწიერი ცხოვრება სწამს, მაშინ ამქვეყნიური - ავადმყოფობა, ტანჯვა, განშორება და სიკვდილი უაზრობად წარმოუდგება.სად არის გამოსავალი ამ ჩიხიდან, რაშია აზრი ცხოვრებისა? ცისა და დედამიწის, ღვთისა და ადამიანის კავშირში, ჩვენს მხურვალე და წრფელ რწმენაში.
link
მამები წინასწარმეტყველებდნენ იმასაც, რომ ბოლო ჟამს ადამიანები ძირითადად მწუხარებითა და ავადმყოფობით ცხონდებოდნენ, რადგან ყველაზე ნათლად ასეთ მდგომარეობაში მყოფნი აანალიზებენ სიცოცხლის ნამდვილ დანიშნულებას, ეძიებენ მიზეზს თავიათნი ...
იხილეთ სრულად
მამები წინასწარმეტყველებდნენ იმასაც, რომ ბოლო ჟამს ადამიანები ძირითადად მწუხარებითა და ავადმყოფობით ცხონდებოდნენ, რადგან ყველაზე ნათლად ასეთ მდგომარეობაში მყოფნი აანალიზებენ სიცოცხლის ნამდვილ დანიშნულებას, ეძიებენ მიზეზს თავიათნი გასაჭირისა, აცნობიერებენ ცხოვრებისეულ შეცდომებს და ღვთის იმედითა და მისი შეწევნის სურვილით ივსებიან.
link
არც სიმდიდრე, არც სიღარიბე, არც ავადმყოფობა თავისთავად არც გვაცხოვნებს და არც წარგვწყმედს. მთავარია, როგორია ჩვენი სულის მდგომარეობა; თუ მდიდარი ხარ, მოიპოვე ცხონება მოწყალებით, გაჭირვებულის თანადგომით, თავმდაბალი გულუხვობით და შე...
იხილეთ სრულად
არც სიმდიდრე, არც სიღარიბე, არც ავადმყოფობა თავისთავად არც გვაცხოვნებს და არც წარგვწყმედს. მთავარია, როგორია ჩვენი სულის მდგომარეობა; თუ მდიდარი ხარ, მოიპოვე ცხონება მოწყალებით, გაჭირვებულის თანადგომით, თავმდაბალი გულუხვობით და შეიძენ სიმდიდრეს ღმერთში. თუ ღარიბი, ან სნეული ხარ, მოიპოვე ცხონება მოთმინებით, ღვთის ნებისადმი სრული მორჩილებით. ეძიე არა შენთვის, არამედ ღვთისთვის სასურველი და ამასთან ეცადე, სიკეთე მიაგო ყველას, ვინც შენს გზაზე შეგხვდებ...
link
ექიმთა რჩევასაც უნდა დავუგდოთ ყური
ხანის ბრმა მეუღლის განკურნება
ტკბილმა იესომ მას თავისთან მოუხმო
„სიკუდილით მოჰკუდეთ“ (დაბ. 2, 17). სიკვდილი არის უხრწნელების ხრწნადობით შეცვლა თავისი ნიშან-თვისებებით: სნეულებით, მწუხარებით, უბედურებით, ტკივილით და სხვ. მაგრამ სახიერმა ღმერთმა მაინც არ უგულებელყო საკუთარი ქმნილება, არამედ ს...
იხილეთ სრულად
„სიკუდილით მოჰკუდეთ“ (დაბ. 2, 17). სიკვდილი არის უხრწნელების ხრწნადობით შეცვლა თავისი ნიშან-თვისებებით: სნეულებით, მწუხარებით, უბედურებით, ტკივილით და სხვ.მაგრამ სახიერმა ღმერთმა მაინც არ უგულებელყო საკუთარი ქმნილება, არამედ საკუთარი ძის ჯვარზე სიკვდილით მადლი მოგვანიჭა – „მადლითა ხართ თქუენ გამოხსნილ“ (ეფეს. 2, 5).
link
შვილო, ცხოვრების გზაზე, როგორც ეკალი, მეც მაქვს ჩემი სნეული სხეული. ის წინსვლის საშუალებას არ მაძლევს და უკან ვრჩები, სანამ ღმერთი ჩემს უძლურებას არ შეიწყალებს.
გაღიზიანება ჯანმრთელობას აზიანებს