ავტორი:
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე
თემა: თანაგრძნობა, მწუხარება
684. თუ ჩემთვის ფრიად საყვარელი ადამიანი შვილის ან რაიმე ნივთის დაკარგვის გამო მწუხარებს, როგორ გავიზიარო მისი მწუხარება?
მასთან ერთად უნდა დამწუხრდე, რადგან შეიძლება ძლიერ სევდას მიეცეს, მადლიერებით ვერ გადაიტანოს ეს შემთხვევა და სულისთვის საზიანო რამ მოიფიქროს.