image

თემა: სიხარული

72. როგორ შეიძლება შევასრულოთ წმ. მოციქულთა სიტყვები "მარადის გიხაროდენ" (1 თეს. 5, 16), როცა ყოველდღე უამრავი განსაცდელი და ჭირი მოიწევა ჩვენზე?
ვინც ერთხელ შეემსჭვალება დამბადებლის სურვილს და მისი მშვენიერებით დაეჩვევა გაბრწყინებას, იგი ამ სიხარულს არ შეცვლის ხორციელი ტკივილების მოწევნით. პირიქით, ის მიზეზები, რომლებიც სხვას შეაწუხებდა და შეაჭირვებდა, მას უმეტესი სიხარულის საბაბად ექცევა, როგორც თავად წმ. მოციქულ პავლეს, რომელიც სიხარულით იწყნარებდა ხორციელ უძლურებას, ჭირს, დევნულებასა და ტანჯვას და იქადოდა შეჭირვებებით (2 კორ. 12, 19). იქადოდა იმითი, რომ იყო მუდამ მშიერი, მწყურვალი, შიშველი, დევნული და შევიწროებული
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები