ავტორი:
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე
თემა: ცილისწამება
846. ერთ-ერთმა ქრისტესმოყვარე კაცმა იმავე ბერს ჰკითხა: კარგი იქნება თუ არა, თუ მე ბატონ ეპისკოპოსს იმას შევთავაზებ, რაც ჩემი აზრით მისთვის სასარგებლოა?
ღვთის წინაშე წმინდა გული თუ გაქვს, მაშინ ეს არ დაგაზიანებს. მაგრამ წმინდა გულის ქონა ნიშნავს იმას, რომ შურის საძიებლად, არავისზე არაფერი ილაპარაკო და მხედველობაში მხოლოდ ერთადერთი სიკეთე იქონიო; ამგვარად ნათქვამი ცილისწამებად არ მიიჩნიო, რადგან ყოველი საქმე, რომელსაც გამოსწორებამდე მივყავართ, ცილისწამება არაა; ცილისწამებას არანაირი სიკეთე არ მოაქვს, ხოლო აქედან კეთილი შედეგები უნდა გამოვიდეს და ამიტომ ის ცილისწამება არაა.