image

თემა: ეკლესია

844. ეპისკოპოსის, მეორე ბერის, იოანესადმი. წარჩინებულ მოქალაქეებს ჩემთან შეთანხმებით ეკლესიაში სიახლის შემოტანა სურთ და იმ ღვინოზე, რომელიც ახლომდებარე ნავსადგურში შემოდის, გადასახადის (ბაჟის) დაწესებას აპირებენ. ზოგი გვირჩევს, რომ ბაჟი მთლიანად ეკლესიის სარგებელს მოვახმაროთ და ამბობენ, რომ ეს მას დიდ შემოსავალს მოუტანს. გვიბრძანებ ბაჟის აღებას თუ არა?
ეკლესიამ ბაჟი არ უნდა აიღოს, რამეთუ ეს ერისკაცების საქმეა. მაგრამ უთხარი მათ: რადგან ჩვენ ქრისტიანები ვართ, არაა საჭირო ხალხის აზრის მოსმენა, არამედ თვით მაცხოვარს უნდა გავყვეთ, რომელიც ამბობს: „ყოველი, რომელი გინდეს თქუენ, რაითა გიყონ კაცთა, ეგრეცა თქუენ ყავთ მათა მიმართ“ (მათე 7, 12). უნდა იცოდეთ, რომ ეკლესიის საკუთრება ღმერთს ეკუთვნის და ამიტომ თქვენთვის არ იქნება სასარგებლო მისი შემოსავლებიდან რაიმეს მოკლება, რამეთუ ვაი იმას, ვინც მას რაღაცაში დააზარალებს.
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები