image

თემა: სახარების განმარტება,  ცილისწამება

261. როგორ უნდა გავიგოთ მაცხოვრის სიტყვები: "რომელმან გცეს ყურიმალსა შენსა, მიუპყარ ერთკერძოცა" (ლუკ. 6.29)?
ეს ასე უნდა გავიგოთ: თუკი ვინმე ცილს დაგწამებს, ან უდანაშაულოს რაიმეს გაწყენინებს, – ეს იქნება ერთ ლოყაში სილის გაწნის გამომხატველი. შენ დრტვინვას კი ნუ მოჰყვები, არამედ ეს დარტყმა მოთმინებით მიიღე, მიუპყრობ რა მეორე ლოყას, ე.ი. გაიხსენებ შენს უსჯულოებებს. იქნებ ამჟამად უბრალო ხარ, მაგრამ წარსულში ხომ მრავალი ცოდვა ჩაგიდენია და ამგვარად დარწმუნდები, რომ სასჯელის ღირსი ხარ.
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები