image

თემა: სახარების განმარტება

189. როგორ უნდა გავიგოთ სახარების სიტყვები: "რომელმან წარიწყმიდოს სული თვისი ჩემთვის, გინა სახარებისათვის, მან აცხოვნოს იგი" (მარკლ. 8, 35)?
რას ნიშნავს სულის წარწყმედა ქრისტესა და სახარებისათვის? ეს ნიშნავს ჩვენი ბუნების ცოდვით დაცემისა და დარღვევის აღიარებას და ამ დაცემით გამოწვეული მდგომარეობის მოძულებას, მოკვდინებას ჩვენი გონების, ნების, მიდრეკილებების უარყოფით. ეს ნიშნავს, იძულებით შევუერთოთ ჩვენს ბუნებას ქრისტეს მიერ განახლებული ნება და გონება. ხოლო ჩვენი ქცევა ქრისტეს ყოვლადწმიდა სწავლებისა და ყოვლადწმიდა ნების მიხედვით წარვმართოთ, რომელიც მანვე გამოგვიცხადა სახარებით.
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები