ავტორი:
წმ. ანტონი დიდი
თემა: თავისუფალი ნება
847. შეუძლიათ თუ არა მთავრებსა და ბატონკაცებს ადამიანის სულზე გაბატონება?
მთავრები და ბატონკაცები, რომლებიც აიძულებენ ადამიანებს უჯერო და სულისათვის მავნე საქმეები აკეთონ, არ ბატონობენ ადამიანის სულზეც, რადგან ღმერთს იგი თავისუფლად და საკუთარი ნებელობის ხელმწიფედ შეუქმნია. ისინი მხოლოდ ქვეყნიურ საქმეებს განაგებენ და ხელი არა აქვთ ადამიანის ღმრთივმიმადლებულ თავისუფალ ნებასთან.