ავტორი:
წმ. იოანე დამასკელი
თემა: თავისუფალი ნება, ჰოროსკოპი
507. რას ეტყოდით იმათ, ვისაც ჰოროსკოპების სჯერა?
ვამტკიცებთ, რომ ვარსკვლავები ქვეყნად აღსრულებული არც ერთი საქმის, არც ერთი მოვლენის მიზეზი არ არიან, არც აღმოცენებადის აღმოცენებისა და არც განქარვებადის დაღუპვისა. სავარაუდოა, რომ წვიმებისა და ჰაერის ცვალებადობას მოასწავებდნენ. მავანმა და მავანმა შეიძლება თქვას, რომ ვარსკვლავნი მიზეზი თუ არა, მანიშნებელნი მაინც არიან ომებისა, და რაგვარობა ჰაერისა, რაც მზეზე, მთვარესა და ვარსკვლავებზეა დამოკიდებული, სხვადასხვა სახით განაპირობებს განსხვავებული ტემპერამენტის, ჩვევებისა და მიდრეკილებების ჩამოყალიბებას ადამიანშიო. ჩვენ კი ასე ვუპასუხებდით: ჩვევები და სხვა დანარჩენიც ჩვენს ნებაზეა და მოკიდებული, რადგან ყოველივე ჩვენს გონებას ექვემდებარება და მისი ხელმძღვანელობით იცვლება.