image

თემა: ჰოროსკოპი

507. რას ეტყოდით იმათ, ვისაც ჰოროსკოპების სჯერა?ვამტკიცებთ, რომ ვარსკვლავები ქვეყნად აღსრულებული არც ერთი საქმის, არც ერთი მოვლენის მიზეზი არ არიან, არც აღმოცენებადის აღმოცენებისა და არც განქარვებადის დაღუპვისა. სავარაუდოა, რომ წვიმებისა და ჰაერის ცვალებადობას მოასწავებდნენ. მავანმა და მავანმა შეიძლება თქვას, რომ ვარსკვლავნი მიზეზი თუ არა, მანიშნებელნი მაინც არიან ომებისა, და რაგვარობა ჰაერისა, რაც მზეზე, მთვარესა და ვარსკვლავებზეა დამოკიდებული, სხვადასხვა სახით განაპირობებს განსხვავებული ტემპერამენტის, ჩვევებისა და მიდრეკილებების ჩამოყალიბებას ადამიანშიო. ჩვენ კი ასე ვუპასუხებდით: ჩვევები და სხვა დანარჩენიც ჩვენს ნებაზეა და მოკიდებული, რადგან ყოველივე ჩვენს გონებას ექვემდებარება და მისი ხელმძღვანელობით იცვლება.
link
image

თემა: ჰოროსკოპი

506. განაპირობებს თუ არა ჩვენს ქცევებსა და საქმეებს მზე, მთვარე და ვარსკვლავები?ელინები მიიჩნევენ, რომ ყოველი საქმიანობა ვარსკვლავთა, აგრეთვე, მზისა და მთვარის ამოსვლით, ჩასვლითა და ურთიერთმიახლოებით წარიმართება, რასაც ასტროლოგია სწავლობს. ჩვენ პირიქით, ვამბობთ, რომ მზე, მთვარე და ვარსკვლავები წვიმისა თუ დარის, ნოტიო და მშრალი ამინდის, აგრეთვე, ქარებისა და სხვა მისთანათა მომასწავებელია და არამც და არამც არ განაპირობებს ჩვენს ქცევებსა და საქმეებს. რადგან ღმერთმა თავისუფალნი შეგვქმნა, მოგვანიჭა თავისუფალი ნება და არჩევანის უფლება, ჩვენვე ვართ ბატონ–პატრონი ჩვენი საქმეებისა.
link