ავტორი:
წმ. ამბროსი ოპტინელი
თემა: აღსარება, სინდისი
642. ზოგჯერ აღსარების შემდეგ კვლავ გვქენჯნის სინდისი იმავე ცოდვების გამო, რაც აღსარებაში მოვინანიეთ, ნუთუ არ მოგვეტევა ისინი?
სინანულით ცოდვები მოგვეტევება, მაგრამ ხდება ხოლმე, რომ აღსარების შემდეგ სინდისი კვლავ გვქენჯნის. განსვენებული მამა მაკარი (ოპტინელი) ამ თემაზე საუბრისას ზოგჯერ საკუთარ ხელს გვიჩვენებდა (ცალ ხელზე მისთვის დიდი ხნის წინათ მოეკვეთათ თითი): აი, ტკივილმა დიდი ხანია გაიარა, მაგრამ კვალი დარჩა. სწორედ ასევე, ცოდვების მოტევების შმდეგაც ისმის ხოლმე სინდისის მამხილებელი ხმა.