ავტორი:
წმ. ალექსი ბერი
თემა: აღსარება
472. როგორ იქცევა ჭეშმარიტი აღმსარებელი?
ჭეშმარიტი აღსარების მთქმელი ოდეს წარსდგება მღვდლის წინაშე ოლარის ქვეშ, ყოვლადშემუსვრილია და სირცხვილი თავისი უღირსებისა არ აძლევს ნებას მიზეზის ძიებად და სხვისადმი დაბრალებად, არამედ მხოლოდ თავსა თვისსა განაშიშვლებს და ყოველ საქმეში ბრალდებულად თავსა თვისსა ხედავს და არა სხვას.