ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
თემა: სიხარბე
კიდევ ერთი მიზეზი ამ სოფლის მწუხარებისა და უბედურებისა არის ნამეტანი სიხარბე კაცის გულისა, ვინაითგან იგი არ არის კმაყოფილი მით, რასაც ღმერთი მისცემს მას, არამედ მარადის მწუხარებით ეძიებს სიმდიდრესა. ესრეთი სიხარბე არის მიზეზი დამაბრკოლებელი ჩვენის სულიერის მშვიდობისა და მოსვენებისა.