ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
თემა: ლოცვაში მრავალსიტყვაობა
ჩვენ მრავალ სიტყვებს ვიტყვით ლოცვაში, მაგრამ ისინი არიან ცალიერი სიტყვა, უქმი ხმა. ვლოცულობთ ერთხელვე მიღებულითა ჩვეულებითა, დაფანტულითა გონებითა, არ ვფიქრობთ, რას ვიტყვით, ან რას ვიქმთ. ამისთვის ძვირად მივიღებთ მას, რასაც ვითხოვთ ლოცვაში.