image

თემა: სანთელი

ყოველთა შორის ურიცხვთა ქვეყნიერთა ნივთიერებათა, განგებ გამორჩეულ არს წმინდა სანთელი ძღვნათ ღვთისა, მისთვის რომელ იგი არის შედგენილი ტკბილისა და კეთილსუნნელისა მასალისაგან, ესე იგი, თაფლისაგან, რომელსა ფუტკარი შეკრებს სხვათა და სხვათა ყვავილთაგან. მაშასადამე, იგი არს ყოველ ნივთთა შორის უმშვენიერესი და უწმინდესი. გარნა , მეორე მნიშვნელობაც აქვს ანთებულს სანთელს. იგი ანათლებს და ათბობს გარემოს თვისსა. იგი გამოხატავს მადლსა სულისა წმინდისასა, რომელი ერთბაშდ ათბობს და ანათლებს გულსა კაცისასა. მაშასადამე, კარგს და კარგის მომასწავებელს ძღვენს მიართმევს ის კაცი ღმერთსა, რომელიც ეკლესიაში აღანთებს სანთელსა.
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები