ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
თემა: სანთელი
წმინდა სანთლის ანთებით მსახურება და შეწირვა ღვთისადმი მით არის კარგი რომელ, პირველად, იგი შეუძლია აღასრულოს ყოველმა კაცმა, ესე იგი, არა თუ მდიდარმა და შეძლებულმა, არამედ თვით უღარიბესმა. ღმერთი უყურებს არა რაოდენობასა შესაწირავისასა, არამედ ერთგულებასა შემწირველისასა. მეორედ, იმ ფულით, რომელიც რჩება ეკლესიაში გაყიდული სანთელისაგან, მრავალი ფრიად პატიოსანი და ღვთის სათნო საქმე სრულდება.