ავტორი:
წმ. თეოფანე დაყუდებული
თემა: ლოცვის ხარისხები, მადლის მოქმედება
ლოცვის მეორე სახე გონიერ-გულისმიერი ლოცვაა. თუმცა პირველიც ასეთივე უნდა იყოს, მაგრამ იგი იბადება სიტყვიერი, უკვე მზა ლოცვის წარმოთქმასთან ერთად; ხოლო ეს უშუალოდ გულიდან იღებს დასაბამს და იქიდან აღევლინება ღვთისადმი. ასეთი იყო მოსეს ლოცვა მეწამულ ზღვასთან. ასეთ ლოცვას მოციქული შემდეგი სიტყვებით ხსნის: "მადლითურთ უგალობდით გულთა შინა თქუენთა უფალსა". გვეუბნება "მადლის ზემოქმედებით იგალობეთ, არამხოლოდ ბაგეებით, არამედ ღვთის წინაშე ყურადღებით და აზრებით გულში დამკვიდრებულებმა. რამეთუ ამ უკანასკნელს ეწოდება გალობა ღვთიადმი, ხოლო პირველას - ჰაერისადმი, რამეთუ ჰაერი ტყუილუბრალოდ აღივსება ბგერებით. იმისათვის კი არ ვგალობთ, რომ ვინმეს წინაშე წარმოვჩნდეთ - თუნდაც სავაჭრო მოედანზე იმყოფებოდე, შეგიძლია გულის სიღრმიდან ღვთისაკენ მოიმართო და მას უგალობო ისე, რომ არავინ გისმენდეს... არც მგზავრობის დროს შეგიშლის რაიმე ხელს, გულით ილოცო და ზეცად იმყოფებოდე" (წმ. იოანე ოქროპირი). სწორედ, ასეთი ლოცვაა ნამდვილი ლოცვა. სიტყვიერი ლოცვაც იმდენადაა ლოცვა, რამდენადაც მასში გული და გონებაა ჩართული.
ის გულში სულიწმიდის მადლის ზემოქმედებით აღეშენება. ღვთის მიმართ შევრდომისა და საიდუმლოებებში ნათლით აღვსებს შემდგომ, გულში მაშინვე იბადება ღვთისადმი გრძნობა, რომელიც საფუძველს უდებს მის აღმასვლას გულიდან ზეცისაკენ. ვინც არ ჩაახშობს ამ გრძნობას რაიმე უჯეროთი - დრო, მოთმინება და შრომა მასში კოცონს ააგიზგიზებს და ცეცხლის ალად გარდაქმნის. ვინც ჩაახშობს მას უჯერო ფიქრებით, მისთვის თუმცა ღმერთთან მიახლებისა და შერიგების გზა ღია რჩება, მაგრამ ეს გრძნობა მას აღარ ეძლევა ისე, სხვათაშორის და უშრომელად. საჭირო ხდება ოფლის ღვრა, შრომა, ძიება და მისი გამოთხოვა... რომელზედაც უარი არავის არ ეთქმის. რამეთუ მადლი - ყველაშია, საჭიროა მხოლოდ განვრცობის საშუალება მიეცეს მას. მადლს განვრცობის საშუალება კი იმისდა მიხედვით ეძლევა, თუ რამდენადაა ჩვენში ვნებები აღმოფხვრილი და საკუთარი თავი უარყოფილი.
რა ზომითაც იწმიდება გული, იმ ზომით ცოცხლდება გრძნობა ღვთისადმი და როცა გული გაიწმინდება, მაშინ ეს გრძნობა ცეცხლოვანი ხდება. ღვთისადმი გრძნობა სხვებშიცაა სიცოცხლისუნარიანი ვნების სრულ აღმოფხვრამდე, მაგრამ თავიდან ის სათესლე მარცვლის, ან ნაპერწკალის მდგომარეობაში რჩება. აღმოცენებისთანავე წამოიზრდება და მომძლავრდება, თუმცა დიდხანს ვერ ძლებს, გამოცოცხლდება თუ არა, მალევე ქრება.
გამოცოცხლებისას ძალაც სხვადასხვა აქვს, მიუხედავად ამისა, ყოველთვის ღვთისაკენ მიიზიდება და უგალობს მას. ამიტომ ყველაფერს მადლი აშენებს, რადგან ის მორწმუნეს მუდამ თან ახლავს. ვინც მას მიანდობს თავს და უკან აღარ მოიქცევა, ჰყავს მას წინამძღოლი და მადლმა თავად უწყის როგორ აღაშენოს იგი.