თემა: მადლის მოქმედება 115. ერთია და უცვალებელი მადლი სულიწმინდისა, მოქმედებს კი თითოეულში, როგორც ნებავს. link
თემა: მადლის მოქმედება 59. მავანნი ამბობენ, რომ არ ძალგივძს სიკეთის კეთება, თუ ქმედითად არ მივიღებთ სულიწმინდის მადლს. link
თემა: მადლის მოქმედება რაც უფრო დამდაბლდება კაცი ღვთის წინაშე, მით უფრო მეტ ადგილს უთმობს თავის სულში ღვთის მადლის მოქმედებას. link
თემა: მადლის მოქმედება 15. ნუ ამაღლდები, თუ ლოცვის ჟამს ცრემლს ღვრი, რადგან ეს ქრისტე შეეხო შენს თვალებს და შენც გონებით ზეაღიხილე. link
თემა: მადლის მოქმედება 62. იგი (მადლი) უპირველესად ღვთისმშვენად აღადგენს სინდისს, რითაც ბოროტმოქმედნიც კი, შეინანეს რა, ღმერთს ესათნოვნენ. link
თემა: მადლის მოქმედება უფალი დაივანებს შენში და თავისი წმიდა მადლით იმოქმედებს შენზე მხოლოდ მაშინ, როდესაც სრულად განიწმინდები ხორციელი ზრახვებისგან. link
თემა: მადლის მოქმედება 117. ეს მადლი ქრისტესთვის მშიერს საზრდოდ უხდება, მწყურვალს – უტკბილეს სასმელად, სამოსელშემოძარცულსა და დამაშვრალს – მოსვენებად, მლოცველს – გულსავსეობად და მგლოვიარეს – ნუგეშისცემად. link
თემა: მადლის მოქმედება როცა ნათელი სულის ღმრთაებრივი სიკაშკაშის მადლით გაბრწყინდება, ადამიანი ცნობას კარგავს, და როგორც ღმრთაებრივი დავითი, გონებით ხტის და როკავს ღმრთის ხატის წინაშე, როგორც იგი - კიდობნის წინ link
თემა: მადლის მოქმედება ღვთის მადლი, ჩემო შვილო, როგორც სატყუარა, ისე შედის სულში და ძალდაუტანებლად მიიზიდავს ადამიანს სიმაღლისა და უზენაესისაკენ. მან იცის, თუ როგორ მოინადიროს სიტყვიერი თევზები და ამოიყვანოს საწუთროს ზღვიდან link
თემა: მადლის მოქმედება 64. ვინც მცნებათა აღსრულების უწინარეს ეძიებს სულიწმინდის მოქმედებებს, ამგვარი ვინმე ჰგავს ფულზე ნაყიდ მონას, რომელიც ყიდვისთანავე იმას ეძიებს, რომ მისთვის გადახდილ თანხასთან ერთად თავისუფლებაც გამოუწერონ მას. link