წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი

ლოცვაში წარმატების მიღწევისა და ხიბლისაგან თავის დაღწევისათვის აუცილებელია თავგანწირვა, რომელიც

ლოცვაში წარმატების მიღწევისა და ხიბლისაგან თავის დაღწევისათვის აუცილებელია თავგანწირვა, რომელიც ლოცვისას მხოლოდ ყურადღების მოკრებას გვასწავლის. მაშინ ლოცვითი ღვაწლი გაიოლდება და შემსუბუქდება, შემსუბუქდებიან განსაცდელნი, რომელნიც ყოველთვის თან სდევენ მოღვაწეობას. თუკი ვინმე ნაადრევად ცდილობს საკუთარ თვში მადლის მოქმედების გამომჟღავნებას, ასეთებზე, როგორც ღირსი ნილოს სორელი ამბობს სხვა წმიდა მამებთან თანხმობით, დაშვებული იქნება მძიმე, მის ძალებს აღმატებული ეშმაკისეული განსაცდელები. ასეთ მისწრაფებას საფუძვლად გაუცნობიერებელი ქედმაღლობა და ზესთამჩენობა უდევს, რომლებიც მას გულმოდგინებად ეჩვენება.
 
თემატური კითხვები
0