ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)

ეს ხანგრძლივი მეცადინეობის შედეგია!

ეს ხანგრძლივი მეცადინეობის შედეგია!

თავიდან ამ სოფლისგან განშორებულის მდგომარეობა მერყევია, მაგრამ დროთა განმავლობაში ღვთის მადლი ნელ-ნელა ვნებებისგან გაათავისუფლებს და აღასრულებს ცხონებას. დღეს ოდნავ მეტი ძალდატანებაა საჭირო, ხვალ კი ღვთის მადლი თავისით დაიწყებს მოქმედებას და აღარ იქნება აუცილებელი თავის იძულება, რომ გახსოვდეს სიკვდილი, ჯოჯოხეთი და ა. შ. მადლი, რომელიც თქვენთან დარჩება, ამ ხსოვნას თქვენი სურვილის გარეშეც მოგიტანთ და მაშინ საიდუმლოებათა საიდუმლოებებს იხილავთ! დაგეუფლებათ სიკვდილის ხსოვნა ან სხვა რაიმე განცდა. როცა გაიღვიძებ და თვალებს გაახელ, ნამძინარევი კი არ იქნები, არამედ იგრძნობ, რომ ჭვრეტის მთელ საიდუმლოს ჩასწვდი და იტყვი: როგორ შეიძლება ასეთი გრძნობა ახალგამოღვიძებულს დაეუფლოს? როგორ ხდება ეს? მხოლოდ ღვთის მადლის მოქმედებით. ეს ხანგრძლივი მეცადინეობის შედეგია.
თემატური კითხვები
0