ავტორი:
წმ. თეოფანე დაყუდებული
თემა: მადლის შენარჩუნება
გაუფრთხილდი ამ საჩუქარს - ის ღვთის წყალობით გეძლევათ, როგორ? უპირველეს ყოვლისა, სიმდაბლით, ყველაფერი მადლს მიაწერეთ და არა საკუთარ თავს, რადგან როგორც კი აზრი საკუთარი თავისკენ გადაიხრება, მადლი შემცირდება და თუ დროზე არ მოეგებით გონს, სრულიად შეწყვეტს მოქმედებას, მერე იწყება ცრემლების ღვრა და ვედრება. მეორე - თუ გრძნობთ, რომ მიწა ხართ და ნაცარი, იყავით ისეთნი, როგორიც ხართ, ანუ აუცილებლობის გარეშე არაფერს მიაპყროთ გული და გონება. ყოველთვის იყავით უფალთან. მცირედითაც თუ იკლებს შინაგანი წვა, მაშინვე იჩქარეთ მის ასანთებლად. უფალი ახლოსაა. როცა გულისტკივილითა და შიშით მიმართავთ მას (სიმხურვალე), მალევე დაგიბრუნდებათ...