image
image
7
8
9
Loading..
image

თემა: მშვიდობა

რით ვარღვევთ თანხმობასა და მშვიდობას? ჩვენ ვართ ჯიუტნი და თავნებანი, უკიდურესად დაჟინებულნი საკუთარ აზრსა და სურვილებში, ვართ პატივმოყვარენი და დიდებისმოყვარენი. თავს ვთვლით სხვებზე ჭკვიანად და უკეთესად და არაფრის დათმობა არ გვინდ... იხილეთ სრულად
link
image

თემა: მშვიდობა

ყოველთვის უნდა ვინარჩუნებდეთ მშვიდობას მოყვასთან?მშვიდობა ყოველთვის იმას როდი ნიშნავს, რომ ჩვენ დავთანხმდეთ მათ ბოროტ აზრებს, ზრახვებსა თუ საქციელს. ასეთი თანხმობა დიდი ცოდვა იქნებოდა; პირიქით, ბიწიერ ადამიანთა ბოროტ აზრებთან და განზრახულობებთან არ დათანხმება ქრისტიანის აუცილებელი ვალია.
link
image

თემა: მშვიდობა

270. ესათნოება თუ არა ყოველნაირი მშვიდობა ღმერთს?ყოველნაირი მშვიდობა როდია საღმრთო მშვიდობა! რამეთუ არსებობს მშვენიერი უთანხმოებაც და არსებობს დამღუპველი ერთსულოვნებაც, წარმწყმედელი ერთიანობა. უნდა გვიყვარდეს მხოლოდ ჭეშმარიტი მშვიდობა და ჭეშმარიტი ერთიანობა, კეთილმიზანდასახული და ღმერთთან მიმყვანებელი. რადგან როცა საქმე აშკარა უკეთურებასთან გვაქვს, მაშინ ცეცხლში შესვლასაც არ უნდა მოვერიდოთ... არც დროისა და ხელმწიფეთა მოთხოვნებს უნდა დავემორჩილოთ... და არ უნდა მივემთხვიოთ სენშეყრილს.
link
image

თემა: მშვიდობა

685. წერილში ნათქვამია: "ნეტარ იყვნენ მშვიდობისმყოფელნი" (მთ. 5, 9). კარგია თუ არა, ყველას მშვიდობისთვის ზრუნვა?საკუთარი გულის დამშვიდება უმჯობესია. ეს ყველას შეეფერება და ნეტარია ის, ვინც ამას ცდილობს. ხოლო მოკამათეთა შერიგება მხოლოდ იმათ შეშვენით, რომელთაც შეუძლიათ ეს ყოველგვარი ზიანის გარეშე იტვირთონ. უძლურს კი ყველას მშვიდობა უნდა უხაროდეს, მაგრამ ყველას შესარიგებლად შუამავლობა არ უნდა დაიწყოს და მხოლოდ მათ შერიგებას უნდა ეცადოს, რომლებიც ღვთისნიერად უყვარს, თანაც მაშინ, როდესაც მის სულს ზიანი არ ემუქრება.
link
image

თემა: მშვიდობა

733. ერთ პიროვნებას ჩემი ვალი აქვს და თუ მას ცოტას არ დავუთმობ, მაშინ ჩვენ ვერასოდეს შევრიგდებით. მიბრძანე, როგორ მოვიქცე?ვინც მშვიდობას ეძებს, მას არ მოაკლდება ღვთის მშვიდობა, რამეთუ „სარწმუნოი იგი მცირესა ზედა, მრავალსა ზედაცა სარწმუნო არს“ (ლუკა 16, 10); „იქადოდეთ წყალობასა სასჯელისასა“ (იაკ. 2, 13). და თუ ადამიანი ამ სოფლის სარგებელს არ მოიძულებს, ის ვერ მიაღწევს ქრისტესმიერ სიმშვიდეს. ვითარმედ, „რომელმან იწყოს თქუენ შორის საქმე კეთილისა, აღასრულენ ვიდრე დღედმდე უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა“ (ფილიპ. 1, 6). ჩვენი ლოცვაც ამაში უნდა მდგომარეობდეს. დაე, უფალმა მშვიდობა მოგვანიჭოს, რომ შევძლოთ ღვთის საქმის აღსრულება, როგორც ეს მთელი ჩვენი ეკლესიის უწმინდესი მასაზრდოებლის, მოციქულ პავლეს მიერაა დამოწმებული (2 თეს. 3, 16).
link
 

თემა: მშვიდობა

ღვთისმოსავი მეუდაბნოე გარკვეული დროით ერთ სკიტში მივიდა და თავისუფალი სენაკი რომ ვერ ნახა, არ იცოდა, სად გაეთია ღამე. მეორე ბერმა, რომელსაც ცარიელი ქოხი ჰქონდა, იგი მოსულს დაუთმო. თავდაპირველად მოსაგრეები ერთმანეთთან კარგ დამოკიდე... იხილეთ სრულად
link
image

თემა: მშვიდობა

611. როგორ უნდა გავიგოთ სახარების სიტყვები: „ნუ ჰგონებთ, ვითარმედ მოვედ მე მიფენად მშვიდობისა ქუეყანასა ზედა; არ ამოვედ მიფენად მშვიდობისა, არამედ მახვილისა“. (მათ. 10, 34).ეს ასე წაიკითხე: „იმისთვის არ მოვსულვარ, რომ ჭეშმარიტება - სიცრუეს, სიბრძნე - სისულელეს, სიკეთე - ბოროტებას, სამართალი - ძალადობას, ზნეობა - პირუტყვობას, კეთილკრძალულობა - ხრწნილობას, ღმერთი - მამონას შევარიგო. არა, მე ერთის მეორისაგან განსაცალკავებლად მახვილი მოვიტანე, რომ აღრეულობა არ იყოს.“ რით განაცალკევებ უფალო? ჭეშმარიტების მახვილით, ანუ ღვთის სიტყვის მახვილით, რაც ერთი და იგივეა. პავლე მოციქული გვირჩევს: „ჩაფხუტი იგი ცხოვრებისა დაიდგთ და მახვილი იგი სულისა, რომელ არ სისტყუა ღვთისა“ (ეფეს. 6.17). იოანე ღვთისმეტყველმა გამოცხადებაში 7 სასანთლეს შორის მჯდარი ძე კაცისა იხილა, რომლის პირიდან ორლესული მახვილი გამოდიოდა (იხ. გამოცხ. 1, 12–16). ბაგეთაგან გამომავალი მახვილი სხვა რა არის თუ არა ღვთის სიტყვა, სიტყვა ჭეშმარიტებისა სწორედ ეს მახვილი მოიტანა ქვეყნად იესო ქრისტემ, მოიტანა სოფლის გადასარჩენად და არა კეთილსა და ბოროტს შორის მშვიდობის ჩამოგდებისათვის აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
link
image

თემა: მშვიდობა

ყოვლადსამღვდელო მღვდელმთავართა - წმიდა სინოდის წევრთა, მოძღვართა,
ბერ-მონოზონთა და ყოველთა კურთხეულ შვილთა საქართველოს მართლმადიდებელი,
წმიდა და სამოციქულო ეკლესიისათა, მკვიდრთა საქართველოისა
იხილეთ სრულად

link
image

თემა: მშვიდობა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთივკურთხეულ სულიერ შვილებს, ღვთისმშობლის წილხვდომილ საქართველოს მკვიდრთ და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთ
ნუ ჰკურნებ ბოროტსა ბოროტითა (წმ. ბასილი დიდი)
იხილეთ სრულად

link
image

თემა: მშვიდობა

566. საერთო საცხოვრებლის მდუმარე მამების ვედრება დიდი ბერისადმი მშვიდობისათვის.
მშვიდობა დაკნინდა და ჩვენ ყველანი გთხოვთ, რომ კეთილ ღმერთს სთხოვო, უკან წაიღოს ხელი (1 ნეშტ. 21, 15-27) და თავისი მახვილი ქარქაშში ჩააგოს. შენი წმინდა საკმევლით დახოცილთა და ცოცხალთა შორის დადექი (რიცხ. 17, 12-13), და მიაღწიე იმას, რომ შეწყდეს საყოველთაო მუსრვა; აღმართე წმინდა საკურთხეველი ორნანის წმინდა კალოზე (1 ნეშტ. 21, 28), და შეწყდება ღვთის რისხვა. ძლიერ გევედრებით და გთხოვთ: შეიწყალე დაღუპვის პირას მყოფი ქვეყანა; გაიხსენე, რომ ჩვენ ყველანი შენი კიდურები ვართ; ახლაც გვიჩვენე შენი გულმოწყალება და სასწაულები ღვთისაგან, რამეთუ მას შვენის უკუნისამდე დიდება, ამინ.
ძმებო! მე ვტირივარ და მოვსთქვამ, ვხედავ რა ჩვენზე მოვლენილ რისხვას, რადგან ჩვენ ყველაფერს ღვთის წინააღმდეგ ვაკეთებთ. მან თქვა: „უკუეთუ არა აღემატოს სიმართლე თქუენი უფროის მწიგნობართა და ფარისეველთა, ვერ შეხვიდეთ სასუფეველსა ცათასა“ (მათე 5, 20), ხოლო თქვენი უკეთურება გაცილებით მეტია, ვიდრე წარმართებისა. მრავალნი ევედრებიან ღმერთს, რათა მან სოფლისადმი რისხვა შეწყვიტოს. არავინაა ღმერთზე უფრო კაცთმოყვარე, მაგრამ, ყველაფრის მიუხედავად, მას არ სურს ჩვენი შეწყალება, ვინაიდან ამას იმ ცოდვების სიმრავლე ეწინააღმდეგება, რომლებიც ამ სოფელში ხდება. მაგრამ ღვთის წინაშე არის სამი სრულყოფილი მამა, რომლებიც ადამიანურობის საზომს გასცდნენ და გახსნის და შეკვრის, ცოდვების მიტევების და შეკავების ხელმწიფება მიიღეს. სწორედ ისინი დგანან დაღუპვასა და მშვიდობას შორის, რათა უფალმა უცებ არ გაანადგუროს მთელი ქვეყანა; მათი ლოცვით, ის საჯელს წყალობაში აზავებს. მათ ეუწყათ, რომ ეს რისხვა მცირედ ხანს გასტანს. ასე რომ, მათთან ერთად ილოცეთ. ამ სამი მამის ლოცვები სამყაროთა მამის ზეციური სამსხვერპლოს შესასვლელთან ერთმანეთს ერწყმიან, მხიარულობენ და ერთმანეთს ზეცაში შეჰხარიან. ხოლო, როდესაც დედამიწას დაჰყურებენ, ერთად ტირიან, ცრემლებს ღვრიან და იმ ბოროტეულთა გამო მოსთქვამენ, რომლებიც ღვთის განრისხებას იწვევენ. ეს სამი მამაა: იოანე - რომში, ილია - კორინთოში და ვინმე - იერუსალიმის ეპარქიაში. მე მრწამს, რომ ისინი დიდ წყალობას იჩენენ სოფლისადმი, ჭეშმარიტად იჩენენ, ამინ. ჩემმა ღმერთმა დაე გაგაძლიეროთ, რათა მოისმინოთ და დაიტიოთ ის, რაც მიუხვედრელთათვის მიუწვდომელია.
link
image
image
7
8
9