ადამიანს სძულს ის, ვის წინაშეც იგი შემცოდეა. თავიდან ეშინია, შემდეგ კი სძულს. როდესაც ადამიანი თავისი მეგობრის წინაშე შესცოდავს, მის წინაშე განიცდის შიშს, რომელიც შემდგომ სიძულვილში გადაიზრდება. სიძულვილი კი აბრმავებს. ადამიანს ეშინია იმისი, ვინც მისი ცოდვები უწყის. შიშს კი სიძულვილი მოსდევს. როდესაც ადამიანმა იცის, რომ მისი ცოდვა ვინმესთვის ცნობილია, მისი სული შიშით ივსება, რომელიც მალე სიძულვილში გადაიზრდება. სიძულვილი კი აბრმავებს. იგივე ხდება იმ ადამიანის სულში, რომელმაც იცის თავისი ცოდვა ღვთის წინაშე, იცის ისიც, რომ ღვთისთვის ის ცნობილია. მაშინ ადამიანის სულს იპყრობს ღვთის შიში, რომელიც სიძულვილში გადაიზრდება; ამისგან კი ადამიანის სული ბრმავდება. ადამიანის მიმართ სიძულვილით გამსჭვალული კაცი მკვლელობას ჩაიფიქრებს. რამდენადაც ღვთვის მოკვლა შეუძლებელია, მისდამი სიძულვილით დაბრმავებული ადამიანი იმასღა მოიფიქრებს, რომ თავს მის თანასწორად თვლის - უარჰყოფს ღმერთს, რაც ფაქტიურად თვითმკვლელობის ტოლფასია
441. როგორ ხდება საცნაური ღმერთისადმი ფარისევლური სიყვარული?
კეთილდღეობისას ფარისეველები და ბოროტი ადამიანებიც ხარობენ, უყვართ ღმერთი, მადლობენ ღმერთს, მაგრამ როცა კეთილდღეობა წაერთმევათ, მაშინ დრტვინავენ, შფოთავენ, მწუხარებენ, ხშირად გმობენ კიდეც და ამით აჩვენებენ, რომ მათ ღმერთი ბაგეებით უყვართ და არა გულით.