თუ განსჯის საგანზე შევაჩერებთ გონებას და მოვახერხებთ აზრების ერთ ფოკუსში თავმოყრას, თუ შევძლებთ გარეშე, მეორეხარისხოვანი ფიქრებისა და ცუდი ზრახვებისაგან თავის დაღწევას, მოვიპოვებთ დიდ წარმატებებს და გამოვიმუშავებთ უნარს მობილიზებული ღრმა და სწრაფი აზროვნებისა.
რელიგია უდიდეს გავლენას ახდენს მსოფლიო კულტურასა და ცივილიზაციაზე, რადგან იგი აზროვნების ერთ-ერთი უმთავრესი განმაპირობებელი ფაქტორია. აზროვნება კი ქმნის კულტურას. აღსანიშნავია ისიც, რომ, თავის მხრივ, კულტურასაც შეუძლია შეცვალოს ცალკეული პიროვნების თუ საზოგადოების აზროვნება.
96. ის სულები, რომლებიც აზროვნების მიერ არ ილაგმებიან და გონების მიერ არ იმართებიან, რომ ამ გზით ჩაიხშოს, მოითოკოს და იმართოს მათი ვნებები (ესე იგი მათი წუხილი და სიამეთმოსურნეობა), ასეთი სულები პირუტყვი ცხოველების მსგავსად იღუპებიან, რაჟამს, ცხენებისგან ძლეული მეეტლისებრ, წარიტაცება აზროვნება ვნებათა მიერ.